ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2019


***

ღამეა,
ვდგავარ ფანჯარასთან და
ვერ ვიძინებ,
იმ უბრალო მიზეზის გამო,
რომ დღეს,
დავინახე ადამიანი,
ვინც ურნას ქექავდა.

...

მომაბეზრებელია
მუდმივად სიკვდილზე ფიქრი.

...

ყოველი დღე უშენოდ თენდება,
ყოველი დღე იწყება შიშით,
რომ დღესაც არ გამოჩნდები.

...

ჩემს ყოფნაში,
შენი არყოფნით,
მეც არ მამყოფებ.

...

ჩემს ყველა ნაწერში,
ჩემს ყველა უძილოდ გათენებულ ღამეში,
ჩემს სულში ხარ,
მაგრამ სხეულს ვერ მითბობ,
პირიქით,
შენი არყოფნით მიყინავ.

...

ავტობუსში,
მხოლოდ იმიტომ ვჯდები,
რომ შემდეგ ადგილი ვინმეს დავუთმო.
ღიმილიანი,
თბილი სახეები მჭირდება.

...

თუ გახსენდები,
ხანდახან მაინც,
სრულიად საკმარისია იმისთვის,
რომ ცხოვრება განვაგრძო.

...

ვერაფერს მოვერგე,
ვერავის მოვერგე.
მხოლოდ უშენო,
უჟმურ დღეებს ვირგებ,
მაგრამ არ მერგება.

...

უფლისგან შორს ვარ,
სიმშვიდისგანაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები