ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2019


სახლი N

ახლა შორია, სხვა რა უნდა იყოს,ღამეა ათასგვარი. მდინარე, ქვები, კაცი ვინმე ოთხირეს მიმავალი,ქალი ველის გაღმა დასისხლული, ბალღი მკერდზე მიუძინია, მკერდი გამხდარა მიწიანი, ტალახიანი.
სხვა რა უნდა იყოს, სულ დაცარიელებულა ჩემი სახლი და ნუშის ხეები მაინც ყვავიან.

დაჟანგული ჭიშკარი,დაღონებული ხე და ჩაძირული აივანია ჩემი სათქმელი, ვერ უთქმელი, გახარებულ მეზღვაურების თევზებს რომ წააგავს, თევზებს ჩუმს და ვერ უთქმელს.

დაღონებულა ბოცელი,
კაცს შურდული უსროლია შენი აკვნისკენ,
აცდენილა და პაპაშენის ლანჩას წყალი გასვლია.
როგორ გვშვენის სახლებს დგომა, მოუსვლელი, ძველი და მოგვიანე თოვლივით.

როგორ დამშრალან გუბეები,
როგორ გატკეპნილა  იმსიმაღლე აღმართი შენი სახლის წინ და შენ ერთხელაც ვერ გაგივლია.
როგორ დაკოჭლებულა მეზობელი, ახლა რომ ლოდებს ეზიდება.
ახლა კი შორიდან მიყურებ, ქვასაც მესვრი, როცა სახლი მართალი იყო, ქუჩა ტყუოდა.
რამდენ ათასგვარ შეუძლობლობაზე ვფიქრობ და შენ კი კედლის მეტასტაზეპი დაგიზეპირებია, შაითანნი და მარდი ოფიცრები, სახლიდან გაპარულნი.


სახლი აივნით,
თუთუნით-კაცით,
ლიმონი ხე და
ხელი შეავლე,
ამოკემსე,
ამოანთხიე ბუხრის სიკვდილი.
სახლიანო უსახლ- კარო.
ბავშვივით საწყალი,
მიწის სიღრმეში დაუმწიფებელი პურია,
ჩემი მისამართი იგივეა,
შენი დამშრალი  ზღვებისკენ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები