ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2019


Night time ( დიდი ხნის შემდეგ )

რამდენი ქუჩისთვის მოგიყოლია შენი ამბები,
შენი ტკივილები, ფიქრები, ოცნებები.
რამდენჯერ შეგიხედავს
შენი თავისთვის გარედან და
სახეზე ხელები აგიფარებია.
რამდენჯერ მომკვდარხარ შუაღამისას
და რამდენი მზის სხივი
დაგითვლია გათენებისას.

რამდენი ღიმილი შეგახმა ცივ სახეზე,
რამდენი ჩახუტება აიცილე,
რამდენი ოცნება ჩამარხე,
რამდენი ოცნება ჩაგიმარხეს,
რამდენი ცრემლი მოიწმინდე,
რამდენმა ცრემლმა მოგიწმინდა.

ასიათასი ოცნებიდან,
ასიათასი ტკივილებით,
დგახარ უსულო და ცრემლიანი,
დგახარ და დაუღლელად იყურები

ცისკენ, სადაც ვარსვკლავები აქა-იქა,
თითქოს ციმციმებენ დაუღლელად,
სადაც სიკვდილიც კი აღარ ღირდა,
სადაც სიცოცხლეც კი აღარ ღირდა,
სადაც არაფერი აღარ გინდა,
სადაც სურვილები არ აგიხდა.

რამდენი სიყვარული შეგრჩა გაშვერილ ხელებში,
რამდენი სითბო შეგაცივდა
გაცხელებულ ხელის გულებზე,
რამდენი სახე გესიზმრება,
როგორ არავის ესიზმრები,
ფიქრობ და მერე გეტირება,
ფიქრობ და ცრემლებს ახამხამებ.

ქუჩას კი ძველებურად აუყვები,
ქუჩაც კი ძველებურად გამოგყვება,
როგორ გადავიტან მონატრებას,-
ამბობ და
ხელებს თავში იშენ.
ამბობ და ხელებს გულზე იდებ,
გული კი გამალებით
ისე გიცემს,
როგორც პირველი შეხვედრისას.

რამდენი ქუჩისთვის მოგიყოლია შენი ამბები,
შენი ტკივილები, ფიქრები, ოცნებები.
რამდენ ბორდიურზე ჩამომჯდარხარ,
რამდენჯერ გადარჩენილხარ
სიცოცხლეს,

ხანდახან ყველაფერი აფსურდია,
დგახარ და
ცისკენ იყურები,
სადაც ვარსკვლავები აქა-იქა,
შენს მარტოობას დაჰყურებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები