ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2019


ემოცია - 0 %

სად დაიკარგა ის კაუჭები,
თავს რომ გამოსდე გონჯად?
რასაც ფრჩხილებით ებღაუჭები,
მორჩა. მირიან, მორჩა.

და თევზაობაც მაგ ვარსკვლავებზე,
მთვარის მოექცა წრეში,
ნახე ჩვენ როგორ თესლად გავებით,
ამ ყრუ ცხოვრების ქსელში?...

როგორ ავიღეთ თავზე ხელები,
- რომ არაფერი ღირდა,
და რადგან შენს თავს ვერ ეფერები,
სულ სხვის მკლავებში გინდა,


ვერ დაგიდებენ სულზე იმ გრიფებს
რაც ისეც გქონდა დარდად,
შენ რომ მუხლები გადაიყვლიფე,
არავის სტკივა, გარდა

შენი თავისა, შენი კიდურის,
შენი მზერის და ნეკნის,
რაც არ უნდა ქნა ვერ დაიმდურებ,
წლების დარჩენილ მერქნებს,


რადგან ტკივილებს ვერ ეურჩები,
ახალთ ახალი მოგდის,
მორჩა ის, რასაც ებღაუჭები,
მოკვდი. მირიან, მოკვდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები