ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: მელანქოლია_
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2019


ყოფნა არ-ჩიტის

მეუბნებიან:
იყავი ჩიტი.
იცხოვრე ჩიტის მოკლე ცხოვრება
და ითამაშე შენი „მინდებით“
და ამინდებით. და „არმინდებიც“
დაგეხსნებიან -
იყავი ჩიტი.

მე მეშინია
ჩიტის ცხოვრების
იმ გალიაში, რომელიც მახსოვს,
როგორც (ტკივილის სახლი) იარა,
რომ უნდა მქონდეს - მქონდა კიარა;
შიშმაც მაგ სახლზე გადამიარა
(ჩიტის ცხოვრების).

ავლაპარაკდი -
ვარიგებ ამბებს
ჩიტებზე („მინდას“ გალიის შიგნით) -
რომ ის ჰგონია ზოგიერთს ვალი,
ზოგიერთს - ნება, ზოგიერთს - თავი-
სუფლების არსი, აკეთოს „მინდა“,
იკითხოს „მინდა“,
იძინოს „მინდა“,
და გამოვიდა
„მინდების“ დასი.

მე კი სხვაგან ვარ.
სხვა ლექსებს ვმღერი.
ყოფნაზე მეტად არყოფნა მინდა;
არ მინდოდეს და არ ვაკეთებდე,
თავს სხვის სიმღერებს არ ვამღერებდე,
არ ვირცხვენდე და არ ვაბეზრებდე -
ვიყო არ-ჩიტი.

და მერე
(ალბათ, დიდი ხნის მერე),
თუკი მეტყვიან, ვთარგმნო ციფრებით
და ფორმულებით თავისუფლება,
დავითვლი იმას, რაც არ ვაკეთე;
ყოფნას არ-ჩიტის,

ვინც საკანივით შემოიშენა
ყველა ზღვარი და ყველა ამბავი
შორის „მინდების“
და „არმინდების“
და ამინდების...
ნუ დაენგრევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები