ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2019


წყალი ვარ...

წყალი ვარ, ვდიოდი და მუდამ მჯეროდა,
ვერ მომერეოდა ქვიშა.
მზესაც მის ქვეშეთში სულ უკვირს ჯერ რომ ვარ,
არ ვაძლევ დაშრეტის ნიშანს!
ხან კაცი წავიღე, ხან მისი სიზმარი,
მატანდნენ, მიმქონდა შორეთს...
ერთ დღესაც შემღვრევა ისე შევიზარე,
როგორაც სიმართლემ ჭორი...
განწმენდა მომინდა, ნაპირს შევატოვე
ქაფი -ამოსული ყელში!
ხსოვნა კი აგროვებს კენჭებს და ნაფოტებს,
და სუფთა წყალს ითხოვს პეშვით...
ძალასაც კი ვაძლევ ჩემს სამჯერ დამლოცველს,
წყლის ძალა მოგცეს-თქო ღმერთმა!
ქალი შემიყვარდა, ბაგეზე ვაკოცე,
თუმც, არ დავიტოვე ჩემთან...
ხან მდორედ მივყვები, ხან ბრაზით კალაპოტს,
სიცოცხლეც ხომ ჩემით იშვა...
წავალ თუ წამოვალ, ჩემს თავს არ ვღალატობ,
და მაინც მაჯობა ქვიშამ...
15.05.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები