ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2019


N26(5)

მანამ, სანამ ორი ახალდამეგობრებული ადამიანი, შალვა,-მოხუცი, თმა-ულვაშ თეთრიანი და სულ ახალგაზრდა ყმაწვილი ბიჭი, ერთმანეთთან პირისპირ მსხდარნი გულღიად საუბრობდნენ ძველ ამბებზე და ბატონი შალვა უფრო აწესრიგბდა ამ შემთხვევაში განრიგს, მიწას ჩაბღაუჭებული ფესვივით იყო მისი ტვინი და მახსოვრობა, ნიკო კი თავის მხრივ უფრო ნათლად და ცხადად ხედავდა მძიმე სურათს, აქამდე მოყოლილს, გაგონილს, დასიზმრებულს, სევდიანად და გულამოსკვნით წამღერებულს.

“დიახ. ასეთი გახლავთ რუსი ხალხი ბატონებო, ვარგა ჯვარი? ვილოცოთ, თუ არა და ქოთანს დავახუროთ.”აქა-იქ გონების წიაღში ჩაესმოდა კარგა ხნის წინ ნათქვამი მოხუცის სიტყვები, ახლა კი, სანამ ჯერ მათე ისევ აქ გახლდათ, ამ მოხუცთან, ვინ იცის, რამდენი სახლი წაიქცა, ან როგორ ბიბინებს ენგურზე მინდორი?! ვინ ითხოვს შველას?
მაგრამ ჩვენ მთავარია ამ დაწყებულ საქმეს და ამბავს მივხედოთ, მშველელს თუ საჭიროებს რამე ან ვინმე, უცილობლოდ ის მშველელიც უნდა გამოჩნდეს საიდანღაც, რომელიმე ჯურღმულიდან, თუნდაც მაშინ, როცა ხელდაშვერილი,მიწას ცხვირით ვეხებით, შრება მდინარეც, ჩვენ კი უბრალოდ საკუთარ თავებს, მიწიდან რომ ამიგვძახებენ, ვფატრავთ, ვინელებთ.

დაღლილი მოხუცი სიგარეტის ნამწვს ატრიალებდა ხელში,უცებ რაღაც შემონახულის თქმა დააპირა, რა დროსაც ნიკო მყისვე წამოდგა ფეხზე:
-ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს და არც სხვანაირად,ბატონო შალვა.
უამრავი რამ მითხარით და ვერ აიწონის მაგის ფასს რაიმე, ყველაზე მარტივს მოგახსენებთ, თავი რომ მივანებოთ ომს, აფხაზეთს,ნატყვიარ სახლებს, აგერ ეშერაში ნაყიდი კოსტუმის ამბავი, რომელიც დღემდე გაცვიათ, აგერ ჯოხი თქვენი ცოლის, რომელიც ჯოხი კი არა იმედი და მკლავი გამხდარა თქვენი.
-თავის მოტყუებაა ეს ყველაფერი მათე, ადამიანს არ ძალუძს რეალობად აქციოს ის, რაც მის წაროდგენაშია.
-და მაინც არის ის ერთადერთი უპირატესობა, რომელსაც ჰქვია ტიტანური ამაოების გადავიწყების უნარი და ჩაძირვა ფსკერამდე იქ, სადაც ისეა ყველაფერი, როგორც თქვე, მე, სხვები ვხედავთ-ხედავენ.
-Возвращайся.Запах нашей крови имеет землю.принес горшок с цветами.
-Мост будет разрушен.С нуля. Со стороны нервов. от мостов.

რამდენიმე წუთით იგრძნეს თავი ბუნებრივად, ჩამავალი მზესავით იდგა შალვა მათეს  წინ და ისე რომ, მათ შორის განსხვავება მხოლოდ ყურთა სმენა იყო, ჭაღა თმა და ასჯერ მეტი საერთო, ნეტავ რამდენჯერ ჩაიდენდნენ ამ საერთოებს...

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთში, სტუმრის გაცილება რიტუალის მსგავსია და არა მარტო გაცილება, ჯერ მასპინძლობა ხომ გუთანივით მძიმეა, გაცილება უფრო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აცილებ, გშორდება.
მე ვიყენებ ჩემს უფლებას და ვამატებ, ძველად,  ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ენგურზე ბანაობა ბიჭებს-გოგონებს ისე შეეძლოთ, როგორაც დღეს რიონში, ბაზალეთზე, როცა სოხუმში გამოცხადებული წვიმა მთლიანად საქართველოს აწვიმდა, როცა იქ ჩარგულ ხეს კაცი ნებისმიერ დროს მიაკითხავდა, ანუ მაშინ, როცა ოჩამჩირის და პრიმოსკის ზღვა არ უნდა იყოს უადამიანოდ, ნაპირი ნაფეხურებს მონატრებული და არც ის ითქმებოდა, რასაც ახლა და შემდეგ ვაპირებ.

წესი მასპინძლის მიერ სტუმრის გასტუმრების-როდესაც სტუმარი სამჯერ ააცილებდა  რომელიმე ხეზე დაკიდებულ(დაკიდებულ და არა ხეზე) სანიშნეს, რჩებოდა სტუმრად. ე.წ რიტუალი გახლდათ ერთ დღიანი. თუმცა ეს ახლა არ არსებობს.

დაღლილი სპილოს ნაბიჯებით მოდიოდა ნიკო სახლისკენ, გზაზე,

ჩვენმა მეგობარმა,მოხუცმა შალვამ იარა ოთახში,დიდხნს იარა, ჯერ ფანჯრები დარაზა, აქაოდა ნასაუბრებ-მონაწევი გარეთ არ გამექცესო, წყალი დაუსხა კატას, დაეყრდო ჯოხს და გაიმართა. მომლოდინე ქუჩასავითაა მოხუცის სახლი, გაურბის დრო ძაფივით და წვრილდება.

ნიკოს ოთახის კედლის წარწერა:
არა გული,
არა სახლი,
არა ეზო,
არა შუბლი,
არა ქვა და
არა ძარღვი.
ამდენი არა,
არა და ზღურბლი იმსიმაღლეა...
ენგური გუბიდან იყურება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები