ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2019


ხუთი ფოტოფირი

***
ობოლი რკინის თევზს
დაიჭერს და ცრემლში
გაუშვებს.

***
გააშრო კარგად, ორპირ ქარში
მერე გაახმო. ძვლებს სიკვდილამდე
სდარაჯობდა ასე ერთგულად.

***
ოთახი კაბასავით ამოაბრუნა
და ისე დაფერთხა.

***
მელანში იყოს, რა საჭიროა...
იქ არაფერი ემუქრება.
იქ სიმშვიდეა.

***
საფლავის ჯვარი ქარმა მოწყვიტა.
იქვე ამოსულ უკვდავაზე უფრო პატარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს