წერილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს და ყველას,ყველას, ვინც სიმართლეს ღალატობს! მე ,თქვენ მეცოდებთ ლაშა ჩხიკვაძევ. ყოველთვის მებრალებოდნენ მონები. მონა შეიძლება იყო იმპერატორიც და პატიმარი, უფრო თავისუფალი.თქვენი უსამართლო „სამართლით“ 24 მაისს, წარბშეუხრელად, განაჩენი გამოუტანეთ და ციხეში გამოამწყვდიეთ “საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე, შეთითხნილი ბრალდებით,ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სცანით დამნაშავედ, პროკურატურის დაკვეთით. დააპატიმრეთ საქართველოს სასახელო შვილი. უზნეობის,უკანონობის, გამყიდველობის მიმართ შეურიგებელი ახალგაზრდა და ამით, ამხილეთ და განაჩენი გამოუტანეთ თქვენსავე თავს! ‘“ მე მზად ვარ ღირსეულად გადავიტანო ეს განსაცდელი . მე ვერ გამტეხავენ , ვერ შემაშინებენ , ვერ მაიძულებენ ვუღალატო ჩემს ერს ! ქრისტემ მაცხოვარმან ჩვენმან 33 წლის ასაკში ჯვარცმა იტვირთა და ჩემთვის უდიდესი პატივია ასევე 33 წლის ასაკში ჩემი ჯვარი ვიტვირთო , ჩემი ერისა და რასისთვის . მე ბრძოლისა და გაუტეხლობის მაგალითს მაძლევენ ეროვნული იდეებისთვის თავშეწირული ჩვენი სამაგალითო წინაპრები . პირველ რიგში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ! „ აი, ესაა, გიორგის სიტყვა, ესაა კაცის სიტყვა! უზნეობის ხანაა, ახლა, საქართველოში. ქვეყანა, რომელიც საუკუნეებია მსოფლიო ისტორიას , დიდ მოღვაწეებით, გენიოსებით, წმიდანებით ამდიდრებს, დღეს ნარკომოვაჭრეების,მეძავების და მამათმავლების ასპარეზად ქცეულა. ყოველი მხრიდან მოედინება უცხოტომელთა ლაშქარი,იტაცებენ ჩვენს მიწებს,ძეგლებს ,ფასეულობებს და ამ დროს, ვის ებრძვით? ვის? ადამიანს, ვისითაც უნდა ამაყობდეთ? ვინც უნდა გეიმედებოდეთ? ვის მაგალითზეც, თქვენს შვილებს უნდა ზრდიდეთ? ძნელბედობის ჟამს, უფალი ყოველთვის მოვლენს ქვეყანას ზნეობრივ გმირს. გიორგი გმირია. იგი ღირსეული გამგრძელებელი ჩვენი წინაპრების გზისა. ქრისტეს ჭეშმარიტი მხედარი იმას არ ფიქრობს ,რას იტყვის ჩვენზე ევროპა და აშშ, მას აწუხებს, რას იტყვის ღმერთი , ბატონო „მოსამართლევ“, არ შეიცოდეთ თქვენი შვილები, თქვენი შთამომავლობა, და ისინი გაიმეტეთ შეჩვენებისათვის და სირცხვილისთვის . ცოდვა ხომ, თაობიდან თაობებს გადაეცემა ეს დრო ღვთის დაშვებით მოგვეცა. ყველაფერი დაფარული , ყველაფერი უნდა წყლის ზედაპირზე ამოტივტივდეს, რომ მოიხაპოს და მოხდეს საყოველთაო განწმენდა. წმიდანისა, თქვენ, არა გაგეგებათ რა, მაგრამ ,მაინც, მოისმინეთ ბერი გაბრიელის შეგონება: „ანტიქრისტეს მოსვლას ვერ შეაჩერებს და წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ძალა, რადგან ზნეობრივად გადაგვარებული ადამიანების აუტანელი ცოდვების გამო, ღვთის დაშვებით ეძლევა მას მოქმედების უფლება. ეძლევა, რადგანაც საბოლოოდ გაირჩეს ერთმანეთისაგან თხა და ცხვარი. ანუ კეთილი და ღვთის სათნო ადამიანში, ბოროტი და ეშმაკის ნებით მოსიარულე ადამიანებისაგან.“ და ამ დროს , თქვენ სად დადექით? როგორ ფიქრობთ ,ბატონო „მოსამართლევ“ , სამწელიწადნახევრის განმავლობაში თქვენგან საზოგადოებას მოწყვეტილი გიორგი ჭელიძე, რამდენ სიკეთეს მოუტანდა სამშობლოს? და ამავე პერიოდში რამდენ დანაშაულს ჩაიდენთ თავად? ახლომხედველიც ბრძანებულხართ. მჯერა, როლები შეიცვლება... ათანასე ალექსანდრიელის დარიგებაა: – დროს კი არ უნდა ემსახურო, არამედ ღმერთს!”თქვენ, კი მავანთა ყურმოჭრილი მონა ბრძანდებით. შეგეძლოთ, საქართველოს ისტორიაში გმირად დარჩენილიყავით, თქვენით ეამაყა შთამომავლობას. მაგრამ, თქვენ უღალატეთ სიმართლეს. ,იმ სასამართლოზე დაიწერა საქართველოს ისტორიის დიდი ფურცელი. სადაც, შეხვედით, როგორც „ღირსეული“ გამგრძელებელი იუდა შევარდნაძისა , რომელიც ცოცხალია, სანამ. საქართველოში მის „კეთილ“ და დემონკრატიულ საქმეებს აღასრულებთ თქვენ და სულიერი ძმანნი თქვენნი. „განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!'' თქვენ , გიორგი ჭელიძე კიარა, საქართველო გაასამართლეთ! რა დაგიშავათ ამ ქვეყანამ, რისთვის შეიძულეთ ასე? და მაინც, ძალიანაც,ნუ გაგიხარიათ! უფალიმეუფემეფე იესუ ქრისტე , არავის აპატიებს თავისი დედის ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულს! შეინანანეთ! ახლოა ჟამი! ფისო ნავროზაშვილი მწერალი 27.05. 2019 წელი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს პუბლიციტიკა გასაგებია მისაღებია რა თქმა უნდა სამართალი უნდა ყვაოდეს ქვეყანაში, ბრძენმა თქვა : სამართალი ქვეყნის თვალიაო . ასეც უნდა იყოს . მაგრამ ვინ იყო გიორგი ჭელიძე , ან უსამართლო განაჩენი რის საფუძველზე გამოუტანეს, მე როგორც მკითხველს არაფერი ვიცი. ეს პუბლიციტიკა გასაგებია მისაღებია რა თქმა უნდა სამართალი უნდა ყვაოდეს ქვეყანაში, ბრძენმა თქვა : სამართალი ქვეყნის თვალიაო . ასეც უნდა იყოს . მაგრამ ვინ იყო გიორგი ჭელიძე , ან უსამართლო განაჩენი რის საფუძველზე გამოუტანეს, მე როგორც მკითხველს არაფერი ვიცი.
1. სანამ ასეთი სამართალია ამ ქვეყანაში არაფერი გვეშველება. სანამ ასეთი სამართალია ამ ქვეყანაში არაფერი გვეშველება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|