ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2019


შემეხმიანე

ვიცი ერთ დღესაც
მოხვალ ჩემთან,
უთუოდ მოხვალ.
სოფელს ფეხით რომ გამოივლი
შეგხვდება ვინმე.
და ვერ შეამჩნევ.
ამოხვალ აღმართს,
ვერაფრით მოხვალ.
იმ უთქმელი ტკივილის გარდა
და ეგ კი არა,
სათქმელად სიტყვა
დიდი ხნის წინ რომ მოიფიქრე,
და აქ მოსვლამდე გულშიც ბევრჯერ გაიმეორე.
ყელში დაგრჩება.
ეგ არაფერი,
ერთი ცრემლი იტყვის ყველაფერს,
ვიქნები გაღმა.
იქნება თოვლი, წინა ღამის გამეტებული.
ამ დღეს კი ღრუბლებს რომ ახედო
შენც დაინახავ
წელმტკივანივით როგორ ნელა, ნელა დადიან.
და ბოლო ფოტო,
პროფილის თუ მარმარილოსი,
მტვრითდაფარული, ღვინისა და სანთლის ნამწვებით.
შეგემჩნევა და თვალებიდან მღვრიე ნილოსით,
ჩემთან დაწვები.
და მაგასაც არ გაპატიებ.
რა ეშველება ჩვენ აქ , დროის უკმაიროსბით,
გარდაცვლილები გეუბნებით
ნუ გეშინია!
მესაფლავე ვერ დაგინახავს
ერთი თვალი აქვს.
და მანდ კი ხალხი
უმეტესად ორი თვალითაც
ვერ ახერხებდა
იშვიათი კადრის დანახვას.
როცა ვცხოვრობდი,
როცა ხალხში თვითონ ვერიე,
როცა ველოდი გაზაფხულებს
ზამთრებს გვიანებს,
მთავრდება ლექსი
როგორც ფილმის ბოლო სერია.
ეპიტაფიით:
"რომ წამოხვალ შემეხმიანე"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები