ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2019


მომავლის გახსენება...

ვიგონებ მომავალს, ასეთს და ისეთსაც,
ნუ გიკვირს, სიზმარში შენც ხომ გაქვს ნანახი...
ძარღვი შეუტოკდათ ჩემს განცდებს კისერთან,
მეტყველად მდუმარე ფიქრების კარნახით.
წარსული ოდესმე შეხვდება მომავალს,
რა მნიშვნელობა აქვს, ჩემით თუ უჩემოდ...
ცხოვრება სიცოცხლის სწავლების სკოლაა,
შედეგი წასვლისას რომ უნდა უჩვენო!..
30.05.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები