ნაწარმოებები



ავტორი: ვალე
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2019


მინიატურა: მებადური გმირები (ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2019 წ.

- ჰა, თინა, არ მითხრა ახლა, მაინც წავი...
- კიი, კი, ლელა, წავიდნენ...
- რაა? ჰაა? როგორ გაბედეს? ხომ ვუთხ...
- გაბედვის, რა გითხრა, მაგრამ ასე სჯერათ და...
- რას ამბობ, თინა, ასეთი გულუპრყვილობა შეიძლებაა?
- ერთია, ჩემო ლელა - გულუპრყვილობა და მეორე - რა შეიძლება მოჰყვეს...
- არა. რა უნდა მოხდეს კარგი, ა? ორი ბავშვი ავა გორაზე, გაჭიმავს ბადეს და მთელს იმ მავნებლობას, რაც ინტერნეტს მოჰყვება - ასე შებორკავს?
- რას ვიზამთ...
- გზაზე რომ რაიმე შეემთხვათ, მერე? რა უნდა გავაკეთო, ა, თინა?
- კარგი რა, ლელა, ეს გორაკი ჩვენი სარკმლიდანაც კი სჩან...მჰჰ, აი, აი, ისინიც...
- მაჩვენე, მაჩვენე, სად...ერთი მობრძანდება სახლში...
- რა ქნან ბავშვებმა, ამოუვიდათ ყელში ამდენი ტყული და სიბინძურე, რაც იქ ხვდებათ; რა ქვია, ლელა მაგათ...
- უჰ, რა ვიცი ერთი, ხელის ტელევიზორები, თუ რაცაა...
- ეს, რა არის, ლელა, ა? შეხედე, შეხ...
- ხეჰხ, უყურე ამათ შენ...
- მარტო ჩვენები არ ყოფილან...
- რას აკეთებენ, თინა, გადავირიო უნდა?
- ააა, გასაგებია, ერთ დიიდ ბადეს გაჭიმავენ...
- მერე, ამდენ ბავშვს, პატრონი არა ჰყავს?
- როგორ არ ვყავართ, ლელა...
- მჰ-ჰ...არა, ეს საქმე, ასე არ დამთავრდება...
- მეც ამას ვამბობდი ლელაკოო...
,
- არა, აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები...
- ეს, რამხელა მოვლენაა, თითქმის ყველა ქვეყანაში გაშუქდა...
- არა, მაგათ შემოვევლე რაა! აი, როგორ ველოდი მსგავს შემთხვევას...
- ხოო, ხო, ადრე ამბობდი, გეგმები მაქვსო...
- კიი, ხოდა, აი, ამაზე ხელსაყრელი დრო, არასდროს იქნება, მჰეჰ...
- ა-ბაა, ბავშვებმა, პატარა გორაზე გაჭიმეს ბადე, ინტერნეტით შემომავალ ყველა მავნებლობის შესაბორკავად...
- დიდებულია! კანონის პროექტი უკვე შედგენილია, ხვალვე ჩავუშვებთ და მომავალ კვირასვე ამოქმედდება...
- უჰ, უჰ, უჰ, რას დავისვენეებ...რაც ამაზე ვდარდობდიი...ბავშვებს კი არა, მე ამომივიდა კისერში ამდენი...ხოდა, რა წერია კანონშიო? მეუბნებოდი...
- ხოო...ძალიან გავამარტივეთ რა...ყველა ინტერნეტის მომხმარებელი ოჯახი აღირიცხება და თითოეულის კომპიუტერზე ჩაიწერება...
- აა, ხო, ეს გამახსენდა, ოჯახური მდგომარეობისა და მოთხოვნის მიხედვით, რომელ ინტერნეტ-გვერდებზეც სჭირდებათ წვდომა, ისინი გაუაქტიურდებათ...
- ხო, რაა...
- და, ხელის მოწყობილობებში? დამავიწყდა...
- ჰეჰ, მთლად უკეთესი. თვითონ სიმ-ბარათში ჩაეშვება ის ინტერნეტ-გვერდები, რომლებიც ამ სიმ-ბარათის მფლობელს სჭირდება...
- ნუ, თავისთავად, თუ ისეთი მოწყობილობა აქვს, რომელსაც ინტერნეტზე აქვს წვდომა...
- კიი, კი, რა თქმა უნდა...
- თან, ინტერნეტზე მწვდომი ხელის მოწყობილობები უმეტესად ბავშვებს აქვთ...
- კიი, ხოო, მთელი ეს კანონი მათ დასაცავადაა მიმართული, თორემ ზრდასრულებმა ისედაც იციან, რა არის კარგი და რა კიდევ -ცუდი...
- კი, აბა რაა...
- განათლებასთან ვთანავმშრომლობთ და წამახალისებელი ინტერნეტ-შეთავაზებები გვექნება...
- ვახ, რა კარგია. მაინც?
- აი, მაგალითად, ბიბლიოთეკებზე და სხვადასხვა ინტელექტუალურ-სამეცნიერო ინტერნეტ-გვერდებზე უფასოდ შეეძლებათ შესვლა, თანაც განუსაზღვრელი ვადით...
- ო, ხო, ხოო...და, სოციალურ ქსელებზე?
- აი ეს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა...ზოგადად, სოციალური ქსელები პრობლემა არ არის, იმ კუთხით, რომ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ...
- ხო, რა თქმა უნდა, ვერ შეზღუდავ...
- კიი, არც...პრობლემა ისაა, რომ თვითნ ამ სოციალურ ქსელებშია ის ბადე გასაშლელი, რომელიც ჩვენმა გმირმა ბავშვებმა გორაკზე გაჭიმეს...
- აი, აი, ზუსტად, რა...
- ხოდა, რადგანაც ჯერ სახსრები არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ცნობილ სოციალურ ქსელებში ვაკონტროლოთ ინტერნეტის მავნე ინფორმაციული ნაკადები, ხელშეკრულება გავაფორმეთ ახალგაზრდა პროგრამისტთა ორგანიზაციასთან, რომლებიც მუშაობენ და საზოგადოების ყველა ფენისათვის ქმნიან სოციალურ ქსელებს, ცალ-ცალკე...
- ვააა, ეს, რას მეუბნებიი?
- და, რადგანაც ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, გეტყვი, როგორი იქნება...
- აუ, კიი, კი რაა...
- პირველ რიგში, წერის კულტურა რომ არ დაეცეს, ეგრეთ წოდებულ „კლავიატურით“ აკრეფილ ტექსტებს ვერ მიწერენ ერთმანეთს...
- აბა?
- როგორც ადრე გეუბნებოდი, ჩვეულებრივ, კალმით დაწერენ ფურცელზე, ფოტო-სურათს გადაუღებენ და ასე გაუგზავნიან მიმღებს...
- ვახ, რა კარგია, მაგრამ, ვისაც ფოტოს-გადამღები მოწყობილობა არ აქვს?
- მჰჰ, კარგი შეკითხვაა...ამაში, ამგვარმოწყობილობების გამყიდველი ფირმები დაგვეხმარებიან...
- როგორ?
- ვისაც არ აქვს ფოტოსგადამღებიანი მოწყობილობა, სურს შეიძინოს და ვერ ახერხებს ფინანსური პრობლემების გამო, მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც თავის მხრივ განიხილავს განცხადებას და ძალიან დიდი ალბათობით დააკმაყოფილებს...
- ანუ?
- უფასოდ აჩუქებენ განმცხადებელს ამგვარ მოწყობილობას...
- დეე-დააა...რას მეუბნები?
- ეს, რაც შეეხება წერის კულტურის დაცვასა და განვითარებას, ჯერ-ჯერობით...
- და, სხვა კიდევ, რაღა?
- რაღა და, ამ სოციალური ქსელის მომხმარებელ ახალგაზრდას ვერ შეეძლება პირად გვერდზე გამოაქვეყნოს საკუთარი ცხოვრების ამსახველი სურათები და ვიდეობი და შესაბამისად, ვერც სხვის პირად სოციალურ გვერდზე შეხვდება მსგავს ინფორმაციებს...
- აუუ, აუ, ა-უუუ...
- თან მიაქციე ყურადღება, ბავშვებს ეხება ეს, რომლებმაც ჯერ არ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მყარად აიშენონ პირადი განძთსაცავები, გაიშენონ - მშვენიერი, ყვავილოვანი ბაღები და არ აქციონ სხვისი განხილვისა, ან განქიქვის საგნად...
- სწორედ რომ საჭიროა ამგვარი გაფრთხილება...
- ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ სრულ პიროვნებებად და შემდეგ თავისთავადაც გამოჩნდება მათი საუნჯე, არ დაიმალება...
- ო, ხო-ხო-ხო, რა კარგიაა...
- თვითშეფასების დონე სტაბილურად ჯანსაღი ექნებათ, რა არ იქნებიან დამოკიდებულნი, რაღაც ვირტუალურ მოვლენებზე, ან, ვიღაც ვირტუალურ პიროვნებებზე...
- რა თქმა უნდა...ოჯახი იქნება მთავარი მასაზრდოებელი...
- და რეალური, უახლოესი გარემო, რაც მთავარია...ხო, დამავიწყდა, მთლად ცარიელი არ ექნებათ პირადი სოციალური გვერდის ფანჯარა, სახელთან და გვართან ერთად, თავიანთი სკოლის ფოტოსურათი ექნებათ დატანებული...
- კიი, კი, სავსებით საკმარისია...
- ნუუ, ის თავისთავად გასაგებია, რომ ამ სოციალურ ქსელში ვერ მოხვდება ის მავნე ინფორმაციები, რომლებიც...
- ხო, კიი, ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი...
- არ იქნება ასევე - თამაშობები...
- რა თქმა უნდა, იმხელა დრო მიაქვს...
- აი, აზარტულ თამაშებზე და მათ შესახებ რეკლამებზე ხომ, საერთოდ ზედმეტია გაფიქრებაც კი...
- ეს ახლა თავისთავად, არც უნდოდა აღნიშვნა...ანუ, გასაგებია, ეს იქნება სოციალური ქსელი, ზედგამოჭრილი ახალგაზრდა მოსწავლეებისათვის, საგანმანათლებლო დატვირტვით...
- ნამდვილად...
- და, როდისთვის იქნებაო?
- მალეო, ძალიან მალე...და უკვე მოზრდილებისთვისაც თითქმის ნახევარი გაკეთებულია, როგორც ვთქვით, არ სჭირდებათ ცუდისა და კარგის სწავლება, მაგრამ, მთლიანად გვსურს აილაგმოს ის მავნე ინფორმაციები ჩვენი ცნობიერებიდან...
- უჰ...როგორი დაცული იქნება, პირველ რიგში, ჩვენი უძვირფასესი და უსაყვარლესი ახალგაზრდობა და შემდეგ უფროსი თაობააც...
- კიი...კიდევ უამრავი იდეაა, ჯერ ეს განხორციელდეს და...
- უჰ, აბა რა, კარგზე კარგს, რა გამოლევს...
- მჰ, ნამდვილად...ნამდვილად...
,
- კარგი, რა დედიკო, გთხოვ, მაპატიე, რაა...თინა დეიდამ ლუკას აპატია უკვე...
- იმ სიშორეზე, როგორ წახვედით, დედიკო, რამე რომ დაგმართნოდათ გზაში, მერე? რა უნდა მექნა?
- კარგი, დე, რა, გთხოვ, ნუ ტირი, მაპატიე...
- ღმერთმა გაპატიოს, მეც მაპატიე, დედიკო...
- ღმერთმა გაპატიოს, დეე...
- ...ჩვენო სიამაყეებო...ჩვენო მომავლის უკვდავნო იმედნო და დაუჭკნობელო ყვავილებო...

                                                                                          31.05.2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები