ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2019


თავისუფალი დიალოგი

მიდიან ჩქარი ნაბიჯებით, სადღაც ჩვენთვის ამოუცნობ მომავალში, უხილავი და უამრავი ემოციებით დატვირთულები,ჩვენ კი ვმკითხაობთ მხოლოდ,რას გვეტყოდნენ...
წაგვიყვანდნენ კი?..
.....................................................................
- რა არის თავისუფლება?
- ჯერ პატარა ხარ ამის გასაგებად გიორგი...
- მითხარი! შენ ხომ პატარა ჭკვიან მეგობარს მეძახი,უკვე 13 წლის ვარ...
- ...
- გთხოვ,ეფრემი ძია!
-  რამდენჯერ უნდა გითხრა,ნუ მეძახი ძიას.
- კარგი. ეფრემ,მეგობარო,გთხოვ მითხარი,რა არის თავისუფლება...
- თავისუფლება ტკივილია! კმაყოფილი ხარ?
- არ მჯერა შენი... ეგ რანაირად შეიძლება? ყველას უნდა თავისუფლება ანუ ყველას ტკივილისკენ აქვს სწრაფვა?
- ვინ გასწავლა ეგეთი სიტყვები? (ჩაეღიმა)
- როგორი?
- სწრაფვა და მაგნაირები...
- როდესაც საუბრობ გისმენ და ვიმახსოვრებ...
- კარგი... ოღონდ იცოდე,როდესაც მიხვდები ამ სიტყვის შინაარს,ძალიან დიდ ტკივილს იგრძნობ,რომელსაც ვერ დაელაპარაკები,ვერ მოუსმენ და ვერც დაინახავ!
- მზად ვიქნები! გეფიცები...
სიგარეტს გაუკიდა და სკამი მოიდგა,მიხვდა დიალოგის რეჟიმი არ ასცდებოდა...
- თავისუფლება არ არსებობს,ეს ილუზიაა!
სცადა რომ აქ დაესრულებინა ყველაფერი...
- მოიცა,ეგ როგორ? ხალხი კვდებიან და იბადებიან ამის იმედად,ბრძოლობენ და ნებდებიან,ყველაფრის სათავე ესაა,სკოლაში ასე მასწავლიან.
- შენხელა რომ ვიყავი მეც ეგეთი სულისკვეთება მქონდა,იცი რა არის სულისკვეთება?
- კი! ლია მასწავლებელმა მითხრა. პატარასავით ნუ მელაპარაკები, როგორც დიდს ისე მესაუბრე,სიტყვების ახსნა არ მჭირდება ეფრემ... უბრალოდ მითხარი.
- კარგი,ნუ გამიბრაზდები დიდო ბიჭო(გაეღიმა).
- მზად ხარ?
- მოიცა ჩავიწერ!
- არ გინდა გიორგი,დაიმახსოვრე...
- კარგი.
- თავისუფლება ილუზიაა... ზოგადად არაფერს აქვს აზრი გარდა სიყვარულისა,გესმის? სიყვარულია თავისუფლება, უბრალოდ უნდა გიყვარდეს... ეზოში რომ მეეზოვეა ვალოდია, მას სისუფთავე უყვარს, დაგინახავს მისი ბედნიერი სახე დაგვისას? როდესაც იწყებს საქმეს მისი სახე შეჭმუჭნულია,აი უშუალოდ პროცესში ნელ-ნელა ღიმილიანი უხდება, მისი თავისუფლებაა სისუფთავის სიყვარული, 50 წელია მეეზოვეა, ეს მხოლოდ წლები არაა,ეს ისტორიაა... მან იცის რომ ყოველ დილით,უნდა აიტანოს ის ტკივილი რასაც დაბინძურებული ეზოს დანახვა ჰქვია, აი ესაა თავისუფლება,ანუ ტკივილი რაც მანამდე გითხარი... თუმცა დაგვის მერე უნდა ნახო როგორი ბედნიერია,როგორ უბრწყინავს თვალები,ეს უკვე შუალედური გრძნობაა ვალოდიას ისტორიაში, ის ტკბება... თუმცა ილუზიაა ის რომ ხვალ ვალოდია ისევ იგივეს გააკეთებს და გაგრძელდება ასე,სანამ ვალოდია იქნება ცოცხალი... აი ესაა ილუზია,რასაც ვალოდია აკეთებს დროებითია, ის ტკივილიცა და ბედნიერებაც, რასაც იგი განიცდის დილა-შუადღეს... ყველაფერი დროებითია,არაფერს აქვს აზრი,გარდა სიყვარულისა...
(ორივე ჩავფიქრდით...)
- მაშ თავისუფლებაშია სიყვარული?
- არა,სიყვარულშია თავისუფლება...
- შენ თავისუფალი ხარ? ვალოდიასავით?
- მე არა გიორგი,უფრო სწორედ აღარ... ვალოდიაა თავისუფალი.
- ეგ რანაირად? ვალოდიას ვალდებულება აქვს,შენ კი არაფერი გზღუდავს,შეგიძლია ის აკეთო რაც გინდა და მაშინ როდესაც გინდა...
- ხომ გითხარი ვერ მიხვდებითქო...
(მეწყინა... ცხვირი ჩამოვუშვი)
- კარგი,აგიხსნი,შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და მალევე მიხვდები...
- ადამიანი მაშინაა თავისუფალი როდესაც უყვარს,ეს უკვე გითხარი... ვალოდიას უყვარს სისუფთავე და ყოველდღე იბრძვის,სტკივა და უხარია,ამას ემსახურება სიყვარულიც,ყოველდღე უნდა მიაქციო ყურადღება არ განელდეს,ამას აკეთებს სწორედ ვალოდია,მე უკვე დავკარგე ჩემი სიყვარული,შენ იცნობდი ჩემს ცოლს,მზიას... ხომ იცნობდი გიორგი?
- კი ვიცნობდი... შენ მიყვები ხოლმე მასზე,თორემ ის მაშინ გარდაიცვალა სანამ ჩემი მშობლები დაიბადებოდნენ...
- ხო,ეგრეა... მე თავისუფალი ვიყავი,როდესაც მზიასთან ერთად ვიყავი,როდესაც ყოველდღე ვეხებოდი მის ხელს,თმას... მისი ღიმილოს დანახვა ჩემი სიცოცხლის ელექსირი იყო, მისი ყველა ემოცია იყო ჩემი თავისუფლების სუნთქვა,ისევე როგორც ჩემდამი სიყვარული იყო მისთვის...  ეს იყო თავისუფლება! მე აღარ ვარ თავისუფალი, მე ვეღარ ვეხები მას და თავს ვიტყუებ მხოლოდ, 60 წელს გადავაბიჯე და შემიძლია ვთქვა რომ 30 წლის შემდეგ მე ადამიანი აღარ ვარ,სიყვარულის გრძნობა დავკარგე სადღაც! ვერსად ვპოულობ... მზიას გარდქცვალების შემდეგ დავკარგე ეს გრძნობა. ხედავ რამდენს ნიშნავს სიყვარული ადამიანისთვის? მის გარეშე არავინ ხარ,სრულიად არაფერი... ამიტომაცაა თავისუფლება ილუზია,ადრე თუ გვიან მთავრდება,ზოგისთვის არც იწყება და თავს იტყუებენ მხოლოდ... თავისუფლება სიყვარულშია,მხოლოდ სიყვარულში!
(თავზე მაკოცა)
- მიხვდი გიორგი?
- დაახლოებით...
- კარგი ბიჭი ხარ შენ... ჭკვიანი!
- ვიცი,უკვე მესამედ მეუბნები დღეს.
- (გაეცინა) ხო,აპატიე ბებერს,ასაკმა იცის დავიწყება ბევრი რამის,მხოლოდ გრძნობები არ ავიწყდება არასდროს ადამიანს,დანარჩენს ხომ არც აქვს აზრი...
.....................................................................
- წავედი ეფრემ,მშობლები მეძახიან.
- მიდი პატარა მეგობარო. გამომივლი ხვალ?
- აბა რას ვიზამ.
(1 კვირის თავზე ეფრემმა იპოვა თავისუფლება! მე კი მის სართულზე ამოვშანთე ,,მზია+ეფრემი=თავისუფლება).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები