ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მძიმე ჯვარი
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2019


...

ვნების ქარცეცლში ჩაღვენთილს
ვეტრფი მაგ თვალთა დაისებს,
მწველ სურნელს ალვა საკმევლის,
ტუჩებს ანცსა და ალისფერს.

წყევლით დასეტყვილს რამდენი
სითბო ჰკმიე და აფრქვიე-
ეგ სურნელება ქალღმერთის,
ზედ სულზე შემოახვიე,

შენი ალერსით ნაკმევი,
გული დაიტევს ქარიშხლებს,
თუნდ სიტკბო ვნების ნაკვერჩხლის,
შიგ სულში შემონახშირდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს