ნაწარმოებები



ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2019


* * *

იცოდა,რომ მივაგნებდი.
ჩაკეტა ყველა კარი,
ფანჯრებს ჩამოაფარა ფარდები,
ცეცხლი დაანთო და როგორც ღმერთს,
პატიებას მთხოვდა – საჭირო სიტყვა.
თავის დაწვამდე ლოცვა დამიწყო,
მერე ნელ–ნელა დნობა
და ვერ მივხვდი,
ცაში აორთქლდა თუ მიწას შეეხორცა.
ვიცოდი,ვეღარ ვიპოვნიდი.
აღარ ვიცოდი,რითი დამეწყო წერა.
ლექსი რომელიც შენს თავს დამიბრუნებდა,
სიტყვამ,რომელიც შენს თავს დამიბრუნებდა,
თავი მოიკლა.
შენ ალბათ ეხლა ოთახში ზიხარ,
შენი სულის დათოვლილ მკლავებს უყურებ
და ჩემთან გინდა.
მე კი აღარ მაქვს,
არათუ ბევრი,
ერთიც აღარ მაქვს,
რომ რამე გითხრა.
შენთან მოსასვლელად,რომ შევკრა სიტყვები,
გამექცნენ,
დამემალნენ,
დადნენ,
აორთქლდნენ,
თავი დაიმარხეს.
აღარ ვიცი რა ვქნა,
ერთი მაქვს მხოლოდ იმედად,
იქნებ უსიტყვოდ მიმიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები