ნაწარმოებები



ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
3 ივნისი, 2019


Emily Dickinson - To mend each tattered Faith (1442)

ემილი დიკინსონი - დაკემსვას ჩამოძონძილი რწმენის (1442)

დაკემსვას ჩამოძონძილი რწმენის,
რათა გვირისტით იყოს ნაკერი,
სჭირდება უნატიფესი ნემსი,
თვალუხილავი ძაფით ჰაერში.

დაკემსილ რწმენას თუმც ძველებური
არ მიეცემა შნო და ლაზათი, 
იქნება კვლავაც მოხერხებული,
უწინდებურად  ვრცელი, ხალვათი.

3 ივნისი, 2019 წ.



Emily Dickinson -  To mend each tattered Faith  (1442)

To mend each tattered Faith
There is a needle fair
Though no appearance indicate —
'Tis threaded in the Air —

And though it do not wear
As if it never Tore
'Tis very comfortable indeed
And spacious as before —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები