ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2019


ჩვენ კი არ დავწყდით

არც სიყვარული არც ღალატი მომგონებია,
ასე უბრალოდ გადმომხედა ბედმა თავისით
თოვლის ფიფქები მომესივნენ მონღოლებივით
და ხელის გულზე მოღალატის ცრემლი დავისვი.

ყაენის ხელით გამოჭედილს, ვგავარ ნათიხარს
შენ სისხლო ჩემო, დაუღვრელო როდის გამოხვალ.
ათას ბრძოლაში ათასივეს მისამართი ხარ
და მინდა ყველა ნეკნი გამომხრა.

ვხედავ სიკვდილი დამფარფატებს ნებით მწოლიარს
ჩემი ცრემლები ბურ- ყინვაში დადგნენ ფიქლებად
ბრძოლაში მაინც ყველა სისხლით თანასწორია
ეს მამაცი და ლაჩარიც კი თუკი იქნება.

რაში გვჭირდება ბრბო უვიცთა სოლიდარების?!
შენ სისხლო ჩემო მონღოლივით მოიპარები
არ გაგაჩნია არც საზღვრები და არც დოზები
მოდიან მწუხრში დაჟანგული ანგელოზები.

ყელგამოჭრილო დაცემულო სისხლოვ იაკის
ჩემი თვალები ცრემლგაბმული ობობებია
დრო არის ტკბობით შენი ღელვა უფრო ადიდდეს.
სისხლის აღება გინდოდა და მტერსაც მიაკვდი
ჩვენ კი არ დავწყდით ახლა ჩვენგან დიდი ქვებია
და მე გადიდებ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი)
2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები