ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2019


არ მიმატოვო

არ მიმატოვო,
ამ უსაშველო უცხოობაში.
ამ უიმედო სიჩუმეში.
არ მიმატოვო.
ვაღებ ფანჯარას,
ქვაფენილებს ვაყოლებ მზერას.
სულ რამდენიმე სართულია
და შენს ამარა
ვრჩები, სიკვდილის მოლოდინით სავსე ისეთი,
რომ სიცოცხლისთვის შენი ყოფნაც აღარ იკმარებს.
არ მიმატოვო,
მართალია, ვერ გადამარჩენ,
თუ გადაფრენა გადავწყვიტე მაინც ანაზდად...
ვერ გადამარჩენ, მაგრამ თუკი ახლოს იქნები,
ის მაინც ვიცი, რომ მოვკვდები უფრო ლამაზად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები