ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 ივნისი, 2019


ისტორიულ–ლიტერატურული პარალელები //ნიკოლოზ ბარათაშვილი და მიხეილ ლერმონტოვი – მშრალი ფაქტები

ისტორიულ–ლიტერატურული პარალელები // მშრალი ფაქტები

მიხეილ ლერმონტოვი // ნიკოლოზ ბარათაშვილი

ორი ახალგაზრდა პოეტი:
მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი დაიბადა 1814 წელს.
ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წელს.

ისინი ერთი თაობის ახალგაზრდები იყვნენ.
ორივე მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი
ორივე ძალიან ნიჭიერი(დიდი) პოეტი
არც ერთს და არც მეორეს არ შეუქმნია ოჯახი და არ ჰყოლია ცოლ–შვილი.
ორივეს გაუზიარებელი სიყვარული ხვდა წილად:
ლერმონტოვს უყვარდა ბარბარე (ვარვარა) ლოპუხინა (ქორწინებაში ბახმეტიევა) და თავისი ლირიკის დიდი ნაწილი მას მიუძღვნა
ბარათაშვილის მუზა იყო ეკატერინე ჭავჭავაძე (ქორწინებაში დადიანი) და მას მიუძღვნა თავისი ლექსები.
ორივე კოჭლობდა.
ორივე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა (ლერმონტოვი 1841 წელს, ხოლო ბარათაშვილი 1845 წელს/ ზოგიერთი წყაროთი – 1944 წელს/).

ყურადღებას გავამახვილებ კიდევ ერთ საკითზე, რომელიც ორივე პოეტისთვის საერთოა და რომელმაც, შეიძლება, მკითხველის აღშფოთება გამოიწვიოს. მაგრამ ...

მთელ ქრისტიანულ სამყაროში ოდითგანვე არსებობს რწმუნება, რომ, სხვა, დამახასიათებელ ნიშან–თვისებათა ერთობრიობასთან ერთად, ფეხმანკი ადამიანი შეპყრობილია. (რასაკვირველია, ისიც სრულიად გასაგებია, რომ ეს არ ეხება ყველას და რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება დაიზიანოს ფეხი, ამ შემთხვევაში სხვა, თანამდევ ფაქტორებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება).

აქვე დავსძენ, რომ წმინდა წერილში, არც ძველ აღთქმასა და არც ახალ აღთქმაში მსგავსი არაფერი წამიკითხავს.

ამ რწმუნების თანახმად შეპყრობილები, როგორც წესი, ადრე იღუპებიან/კვდებიან, ან ჭკუიდან იშლებიან, ან შეუძლიათ საზარელი ქმედების ჩადენა და ა. შ.

დავუბრუნდეთ პოეტებს, რომლებიც თავად წერენ საკუთარ მდგომარეობაზე:

გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „სულო ბოროტო“, დაუკვირდით, როგორ „გაშინაურებული“ მიმართავს ბოროტ სულს და რას ამბობს მისგან მიღებულ დაპირებებზე:

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,

ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?

მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,

რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?


ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?

თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,

ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი

და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!


მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?

რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?

სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,

რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?


წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა

ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!

მას აქეთ არის - დავუკარგე მშვიდობა სულსა,

და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!


განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!

რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.

ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?

ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

გავიხსენოთ სახარება: „ისევ წაიყვანა იგი(იესო) ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას:„ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.“ მაშინ იესომ უთხრა: :„განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.“ მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა ....“  მათე 4:8–11

ამ მხრივ საინტერესოა ნიკოლოზ ბარათაშვილის კიდევ ერთი ადრეული ლექსი „ხმა იდუმალი“.

ახლა გავიხსენოთ ლერმონტოვის პოემა „დემონი“, რომელსაც იგი 10 წლის განმავლობაში წერდა და რომლის მოქმედებაც საქართველოში მიმდინარეობს. დიდხანს ფიქრობდა ლერმონტოვი, სად უნდა განვითარებულიყო პოემაში მიმდინარე მოვლენები. თავდაპირველ ვარიანტში მოქმედება დროისა და სივრცის გარეთ ხდება და შინაარსიც სხვა არის. დემონს შეუყვარდება მონაზონი და, მისი ანგელოზის სიძულვილით შეპყრობილი, ღუპავს მას. დროის მსვლელობასთან ერთად ლერმონტოვი საბოლოოდ დაკონკრეტდა და მოქმედება საქართველოში განავითარა, დაცემულ ანგელოზებს, ანუ დემონებს, ხომ მშვენივრად ახსოვთ, სად იყო ედემი და ენატრებათ იგი. სხვათაშორის, არაჩვეულებრივად აღწერს საქართველოს ბუნებას.

პოემის წაკითხვის შემდეგ მწერალმა ვლადიმირ ოდოევსკიმ ჰკითხა ლერმონტოვს, მაინც ვისგან იყო დაწერილი მთავარი გმირი(დემონი), რაზეც ლერმონტოვმა უპასუხა: „ჩემი საკუთარი თავისგან, თავადო, ნუთუ ვერ მიცანით?“/«С самого себя, князь, неужели вы не узнали?»/.
სამეფო ოჯახის ერთ–ერთმა წევრმა, დიდმა თავადმა მიხეილ პავლეს ძე რომანოვმა, კი თქვა:„ მე მხოლოდ ვერაფრით გამიგია, ვინ ვინ შექმნა: ლერმონტოვმა – ბოროტების სული, თუ სულმა ბოროტებისა  – ლერმონტოვი?“/«Я только никак не пойму, кто кого создал: Лермонтов ли — духа зла или же дух зла — Лермонтова?»/

ეს გახლავთ სტროფი მიხეილ ლერმონტოვის ლექსიდან „ მე არ ვარ ანგელოზებისა და სამოთხისთვის“/ «Я не для ангелов и рая…»/:

Как демон мой, я зла избранник, /როგორც ჩემი დემონი, მე ბოროტების რჩეული ვარ/
Как демон, с гордою душой,
Я меж людей беспечный странник,
Для мира и небес чужой.

ეს ლექსი მიიჩნევა პოემა „დემონის“ ეპილოგის ესკიზად და, როგორც ხედავთ, ის პირდაპირ ამბობს: „ მე ბოროტების რჩეული ვარ“.

სჩანს, ზოგი რწმუნება არც ისე უსაფუძვლოა.

ყველაზე მეტ სიახლოვეს ბარათაშვილი და ლერმონტოვი ავლენენ პოეტ–რომანტიკოს ჯორჯ გორდონ ბაირონთან (1788 – 1824).
ლერმონტოვმა ბაირონის შემოქმედება გაიცნო 16 წლის ასაკში, საოცარი სიახლოვე იგრძნო მასთან, როგორც პოეტმა, და ასევე დიდ მსგავსებას ხედავდა მისსა და ბაირონის შინაგან „ზნეობრივ“ სამყაროებს შორის.
ნიკოლოზ ბარათაშვილს, თავადაც პოეტ–რომანტიკოსს და ბაირონის მსგავსად გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში დაბადებულს, ხშირად  „ქართველ ბაირონსაც“ კი უწოდებენ.

ბაირონიც ახალგაზრდა გარდაიცვალა 36 წლის, თუმცა ორივეზე უფროსი იყო.

როდესაც დოსტოევსკი მუშაობდა თავის რომანზე „ეშმაკნი“, ის აკეთებდა სამუშაო ჩანაწერებს. ერთ–ერთ ასეთ ჩანაწერში, რომელიც მარია ტიმოფეევნა ლებიადკინას – „ხრომონოჟკას“(«Хромоножка») – ეხება, დოსტოევსკი სრულიად მოულოდნელად წერს: „ლორდი ბაირონიც კოჭლობდა“, და ამ სახით მას, ერთგვარად, აკავშირებს თავის შექმნილ „ეშმაკეულებთან“.
და, დიახ, ბაირონიც, ეს „პირქუში ეგოისტი“, როგორც მას ეძახდნენ, ფეხმანკი იყო და ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ჩვენ ხშირად რომანტიულ საფარველში გახვეულ ბიოგრაფიებს გვიწერენ და გვასწავლიან, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სინამდვილესთან.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები