ნაწარმოებები



ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2019


სუფთა ფურცელი (***)

არც ვზივარ, არც ველოდები
და არც მოსვლისა მჯერა,
არც მიცდია , ვერც ვისწავლე,
იმ თევზის ჩანგლით ჭერა...

თქეშივით თუ წამომისწრებს,
მოწამლულივით მბერავს,
სიტყვა...
სიტყვები....
გრძნობები...
ვერ დავალაგე ჯერაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები