ნაწარმოებები



ავტორი: ვალე
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2019


მინიატურა: ოჯახში (ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2019 წ.

რადგანაც შინაგანი, სულიერი მხარე მოწესრიგებულია გივის ოჯახში, არ არის გასაკვირი, რომ გარეგნულიც ასეთივეა. ნაწილობრივ შეგვექმნა შთაბეჭდილება ოჯახში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ მაინც მსურს, ცოტა უფრო მეტად გამოვყო ზოგი ის გარემოება, რომელიც, მე მაგალითად, ძალიან მომწონს.

საუზმე, სადილი და ვახშამი რომ ყოველთვის თავის დროზეა და მთელი ოჯახი ერთად ღებულობს, ეს უკვე ვიცით, მაგრამ, რა ხდება თიოთოეულ მათგანზე, აი, ამის თქმა მინდა.

საუზმისას, როცა შემოუსხდებიან სუფრას და გულს გაიკეთებენ, დღის გეგმას ადგენენ, თუ ვინ, რა უნდა გააკეთოს დღის განმავლობაში.

სადილის დროს, როცა მოძლიერდებიან, დილას შედგენილ გეგმას გადახედავენ და, რაც შესრულებულია, ჯვარს დაასვამენ, თუ რაიმე ჩასამატებელია, ჩაწერენ და შემდეგ ისევ შეუდგებიან თავიანთ საქმეებს.

ვახშმობის დასასრულს კი, კიდევ ერთხელ ხდება დღის გეგმის განხილვა, ოღონდ უკვე შემაჯამებელი ხასიათი აქვს, რის შემდეგაც ყველასათვის ნათელია: რა შესრულდა და, როგორ, ან - ვერ? რა უნდა გაკეთდეს ხვალისათვის, რათა ხელის შემშლელი ფაქტორები აღმოფხვრილ იქნას და დარჩენილი ნაწილი შესრულებული, თუ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევასთან აქვთ საქმე.

იმიტომ მომწონს მთელი ეს პროცესი, რომ ოჯახი ერთად არის შეკრილი და ერთმანეთში მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ, რის შედეგადაც ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან და, თუ რაიმე საფრთხეა ჩასაფრებული, დროულად ახდენენ თაცის დახწევას. ასეთ დროს მთელი ოჯახი დაცულია, ყველაზე უფრო მეტად კი გივი და ზოგადად - პატარები, ბავშვები და მოზარდები (რა თქმა უნდა - დიდებიც).

ასევე ძალიან მახარებს შემდეგი ფაქტი:

შეძლებისდაგვარად, გივის ოჯახს ყველაფერი აქვს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს: სათამაშო კომპიუტერი, პერსონალური კომპიუტერი, ტელევიზორი, თვითონ გივის აქვს საკუთარი, ეგრეთ წოდებული „სენსორებიანი“ მობილური ტელეფონი და აი, რაზე მსურს გავაკეთო აქცენტი:

ეს ყველაფერი გივის ოჯახს და გივის იმიტომ კი არ აქვს, რომ, თუნდაც ერთ-ერთ მადგანზეც დამოკიდებულია რომელიმე, არა. პირიქით, დამოკიდებულები რომ არ იყვნენ, ამიტომ.

როგორც კი გივი მოევლინა ქვეყანას, ღმერთის წყალობით, მისმა მამიკომ და დედიკომ გრძელვადიანი გეგმა დასახეს ერთ-ერთი საუზმისას, ნელ-ნელა აეგროვებინათ ფული, ანუ დაეზოგათ და, რამოდენიმე წელიწადში, როცა უკვე გივის ცნობიერება ჩამოუყალიბდებოდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნივთი შეეძინათ, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ, გივისთვის თავის დროზე, თავად დაენახებინათ ამ მოწყობილობების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიდრე გივი თვითონ შეეხებოდა მათ და საკუთარი, ერთგვარად გამოუცდელი წარმოდგენა შეექმნებოდა.

აი, სწორედ იმ გრძელვადიანი გეგმის შესრულების გამო, ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ნივთს, თავისი სწორი, მართებული მნიშვნელობა და გამოყენენბის დრო აქვს გივის ოჯახში. სრულიად ძალდაუტანებლად იცის გივიმ, რა სიკეთის მომტანია თითოეული მათგანი და ასევე, რა საფრთხეებსაც შეიცავს.

და აი, ზუსტად, რაც ყველაზე მეტად მსურს ავღნიშნო გივის ოჯახში მიმდინარე მოვლენებიდან, ეს არის გარედან შემომავალი ინფორმაციებისადმი მთელი ოჯახის თავისებური მიდგომა, რაც გამოიხატება შემდეგნაირად:

პირდაპირი გაგებით, გივის ოჯახში, ნოლამდეა დაყვანილი მავნე გარე-ინფორმაციის შემოღწევის რისკი. მაგალითისთვის, ინტერნეტს მხოლოდ წვოდმა აქვს საგანმანათლებლო ვებ-გვერდებზე, ესენია ძირითადად ბიბლიოთეკები, არქივები, თავიანთი აუდიო-ვიდეო მასლაებითაც და ასე შემდეგ. ასევეა გივის „სენსორებიან“ მობილურ ტელეფონში. ხოლო, რაც შეეხება ტელევიზორს, სხვა ტელე-არხებს არ ეწყინებათ და, ძირითადად ერთსა და იმავე ტელე-არხს უყურებენ. ტელე-არხს, რომელშიც მხოლოდ სიკეთეა დავანებული, დადებით მოვლენებზეა ძირითადად აქცენტი გაკეთებული და, რა თქმა უნდა, უარყოფითზეც, ოღონდ რეალურად, მართლად არის ყველაფერი წარმოჩენილი და იქვე ურთავენ, რა არის გამოსავალი ამა თუ იმ შეჭირვებულ მდგომარეობიდან. ყველასთვის ადვილი მისახვედრია, რომელ ტელე-არხს ვგულისხმობ, აქ საინფორმაციო გამოშვებები არ არის დამთხვეული „შვიდგზის ლოცვების“ დროებზე და აი, გადაჭარბებულათაც არ გამომივა თქმა, მხოლოდ ეს ტელე-არხი რომ იყოს ჩვენს სამშობლოში, ან მისი პოლიტიკის მსგავსი მიდგომა მთელს მედია-სფეროში, ბევრად უკეთესი კი არა, თითქმის ასი პროცენტით განსხვავებული, მშვიდი და გაწონასწორებული მდგომარეობა ექნება თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული ბავშვებიდან, მოხუცების ჩათვლით. აი, ისეთი გადაცემები აქვთ, საზოგადოების ყველა ფენას რომ ასაზრდოებს ისე, როგორც მწყურვალს წყარო ანაკარა. ეს ტელე-არხი არის დიდი ბადე, გადაჭიმული მთელს საქართველოზე, რომელიც იცავს თითოეულ მოქალაქეს ყოვლეგვარ უარყოფითისაგან და უმშვენიერეს, უტკბილეს გარემოს ქმნის - „ერთსულოვნება“ - რომ სუფევდეს თითოეული ოჯახიდან დაწყებული, მთელს საქართველოში და მშოფლიოში.

და, სხვათა შორის, აღსანიშნავია ის, რომ ამ მავნე გარე-ინფორმაციების ამგვარად ანულირების გეგმა, თვითონ გივიმ შესთავაზა თავის მშობლებს, ერთ-ერთ საუზმისას.

აი, ასეთი გარემოა ჩვენი გივის ოჯახში.

08.06.2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები