ნაწარმოებები



ავტორი: ნათთია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ივნისი, 2019


***

ღმერთს წერილს დავუწერო , გაიფიქრა. სოლფეჯიოს რვეულიდან ფურცელი ამოხია და მანამ ფანქარსაც ამოიღებდა ჩანთიდან, წინა გაკვეთილზე მასწავლებელმა სწორად ვერაღებული ნოტის გამო რომ გრძელი სახაზავი გადაულაწუნა თითებზე, გაახსენდა. გასცრა. ფანქარი წვერმოტეხილი დახვდა. კბილით გადაქექა.
\" ღმერთო , ნუ მიბრაზდება, მუსიკაზე სიარული რომ არ მიყვარს\" - მეტი ვერაფერი მოიფიქრა. შედგა დიდ ქვაზე და ხის ტოტზე მიამაგრა წერილი.

მერე ხშირად ფიქრობდა, რომ იქ არ უნდა დაეტოვებინა წერილი , რომ იქ ღმერთს არც მოაფიქრდებოდა გამოვლა.
უფრო დიდი რომ გახდა, მიხვდა, ღმერთი წერილებს საერთოდ არ კითხულობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები