ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2019


ელისს

ტყუილი არის ყველაფერი. ყელშია უკვე
ცხოვრება, მაგრამ ვერ ვბედავ რომ ამოვაფურთხო
ელის, უძილო ღამეები მაცლიან ფუკებს,
ელის, ვნებები მოდიან რომ სული გაქურდონ.
მთის სოფლებივით დავიცალე და არამარტო
პაპის სიკვდილის ექვსი წლისთვის მივხვდი დანაკლისს
მზეს ვეფიცხები ღმერთს კი არა, თუმცა არ მათბობს
ვიცი გაქცევა წამალია, მაგრამ რაღად ღირს?
ელის მეც ვხვდები გვიანია, ვბედავ, მაინც გთხოვ
რომ წასასვლელად გავემზადოთ, სხეულს გავეშვათ
ელის, სასმელის ნაცვლად მსურს რომ ქრისტე შევითროთ
ელის, ფოთლების ნაცლად მინდა ღმერთი ჩავიცვათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს