ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2019


მეტი არ გინდა...

ლამპიონები, ლურჯი  არილით,
ცდილობ საუბრით შემიყოლიო:
\"კაცის გაცნობას  ფუთი მარილი
სჭირდებოდაო\"_  და ვიოლინო,

უკრავდა ტანგოს...თვალები - მღვრიე...
ჯერ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის,
ჩემი გრძნობების ცარიელ მღვიმეს,
აავსებს შენი ფუთი მარილი...


თქვი:\" მიყვარხარო!\"_ ჩანდა მეტეხი...
ხელებს ეძებდნენ ცივი ხელები.
მერე როდესაც ფრთებ  მოტეხილი,
მძიმე ნაბიჯით და ყრუ ხველებით

ვერის აღმართზე აჰყევი ქუჩას,
გადაუბრუნდა იღბალს ურემი,
მაგრამ შეცდომით ის  გზა გამოჩნდა
შენ რომ უშვებდი განმეორებით.

და შორი იყო როცა ჩემამდე,
ფიქრის სიხშირე წყვიტავდა კავშირს...
მე ვერაფერი ვეღარ შეგინდე
დაგტოვე როგორც დასჯილი ბავშვი


ორთქლი ბურავდა აბანოთუბანს,
თბილი წვიმები წვიმდნენ იმხანად
და მაინც ცოტა მოურიდებლად,
მეჩვენა შენგან სიტყვა  \"მიყვარხარ...\"

ახლა ღამეა გავყურებ ქალაქს,
ქალის კისკისი ისმის \"ბარიდან\"
ჩემს გარდა დარდი შე იქნებ არ გაქვს,
ან იქნებ გაქვს და  მეტი  არ გინდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები