ნაწარმოებები



ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2019


ყვავილები

გახსოვს, შენს კაბაზე ყვავილები რომ ამომყავდა?!
წყალი დაგისხი.
მერე შენ ამოხვედი ჩემს გულში
და ახლა მიწის გამოცვლას მთხოვ.
ხვალ პერანგზე ღილებს ამოგიტან,
შენ მთაზე ახვალ და ცას დაეკიდები.
და შუქი რომ მომქონდა შენთან
ან რაღაც კაფე მწვანე სკამებით.
სისხლი რომ ვიყო,მკერდში ამოგიდუღდებოდი
ან თოკი – ყელზე შემოგეხვეოდი
და მერე ისევ ყვავილებს ამოგიტანდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს