ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2019


არსაითული

ნინო დარბაისელი

არსაითული
- - -
,,ის ნამდვილი არსაითი კაცია”
                ბითლზი
(ეტიუდი)

არც ზღაპარი, არცა მითი, იყო კაცი არსაითი,
-სად მიდიხარ? არ წახვიდე, ჰეი, კაცო არსაითო!
-პასუხობდა: -ვდგავარ ჩემთვის, არ მივდივარ არსაითო.

მისამღერი:
არსაითო, არსაითო,
სად მიდიხარ?
არსაითო!

მოინდომა გამოეთქვა ერთხელ ლექსი არსაითმა,
გამოთქვა და არ გამოდგა არცა რიტმი, არცა რითმა.

მისამღერი: იგივე

სულ ერთმანეთს აფრთხილებდნენ, ნუ მიბაძავ არსაითსო,
ნუ იქნები მასსავითო, ზარმაცია, არს ავიცო.

მისამღერი: იგივე

ყველას რაღაც იზიდავდა არსათუო არსაითის,
აყოლებდნენ ამ ცხოვრებას  არაფრობით ქარსა, ვით ის.

მისამღერი: იგივე

კვირდებოდნენ, ოცდებოდნენ ამ თამამი არსაითით,
ანიშნებდნენ მისკენ მზერით, ანიშნებდნენ მისკენ თითით.

მისამღერი: იგივე

ყველა იმას ნატრულობდა, მეც ვიქცეო არსაითად.
მოკვდა კიდეც, ხსოვნა მისი არ შეცვლილა არსებითად.

მისამღერი: იგივე

არც ზღაპარი, არცა მითი, იყო კაცი არსაითი,
-სად მიდიხარ? არ წახვიდე, ჰეი, კაცო არსაითო,
-პასუხობდა: - ვდგავარ ჩემთვის, არ მივდივარ არსაითო.

მისამღერი: იგივე

- -
ახლობლებმა იციან, ვინმესთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს, რომ  მე ეტიუდებს განუწყვეტლივ ვთხზავ. ეს სავარჯიშოებია, რომელთაგანაც ზოგი გამომივა, ზოგი-  არა.
“ბითლზის” უცნობილესი სიმღერით ინსპირირებული ეს ეტიუდი მიზნად ისახავდა სიტყვა არსაითის შვიდივე ბრუნვაში გამოყენებას რითმისცალად.
მგონი, გამომივიდა.

https://m.youtube.com/watch?v=93rSXA8aeG4

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები