ნაწარმოებები



ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2019


პოეტი სული

სამყაროს კარი ისევ გაიხსნა,
ციდან დაეშვა ცისკრის ნათელი,
ვერ მოახერხა ვერც ამ აისმა,
სულში აენთო რწმენის სანთელი.

კალამს ცრემლივით მოსდის მელანი,
ასეთივეა ჩემი გუნებაც,
ვერ მოახერხა დილამ ვერაფრით
პოეტი სულის გამზეურება...

სევდამ სიკვდილით რადგან ამავსო,
საკუთარ თავსაც თუმცა დავპირდი,
ისე ჩანს მუდამ თითქოს არასდროს,
გამოიდარებს სულის ამინდი.

იქნება წარღვნა, იქნება შტორმი,
ვენიდან სიახლის გადმოღვრილობაც,
ღმერთმა დალახვროს! რადგან ვერც დრო შლის
გულის თუ სულის ყველა ჭრილობას.

სიცოცხლე მაინც მოდის და მჩემობს,
როგორც ერთგული ძაღლის ბუნება
და შევეგუე, რომ არ არსებობს,
პოეტი სულის გამზეურება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები