ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2019


მახსოვრობის

როგორ შეგიძლია თვალებით ისუნთქო
ჩამუქებული დღეები,
სამხილებივით რომ ქრებიან დანაშაულის იმ ადგილიდან,
შენმა არსებობამ რომ განაპირობა.
თითქოს მეტალის სიმში ვიბრირებ მისავათებული.
იქნებ ვინმეს ჩამოუჯდე ახლოს,
ყურის ნიჟარაში ჩაუცოცდე,
სულაც დაყვინთო გოგირდიან ლაბირინთში,
ვარაუდით მიაღწიო ტვინამდე
იქ კი არაფერი დაგხვდეს.
- ეს უკვე ხარვეზია...
მე შენი კარნახის ფუნქცია ვარ
და სისტემური გადახრისკენ გიბიძგე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები