ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2019


დათვლა

დღე ფარდასავით უნებლიედ ჰკიდია გარეთ
და ხეებივით შრიალებენ ფრთები მტრედების.
ვდგები. სიწყნარეს საკუთარი ხმაურით ვურევ;
თმები შევიჭრა, თუ ჯობია ნეტავ დრედები?!
ვფიქრობ და აქით ჩემს ჩაიდანს უშფოთავს გული,
ვაქრობ გაზქურას და ვუჩნდები, როგორც ფუღურო
ამ ჩემს განწყობებს და ამიტომ გვერდს ჩუმად ვუვლი.
ვამბობ, დრო არის რომ საყვარელ შოუს ვუყურო.
ახლა სიბნელე ეფინება მაღალ სვეტებად
და კორპუსები ემგვანება ჩიტის ბუდეებს.
სხვა არაფერი, წვიმს და მინა ოდნავ სველდება
მე ვითვლი წვეთებს, როგორც რამეს გადაუდებელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები