ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2019


მთაწმინდაზე

მთაწმინდაზე მამადავითს
მოსავს უფლის ნათელი,
ავდივარ და ისე ვიწვი,
როგორც თაფლის სანთელი.

პატრიოტთა საფლავებზე
გულისცემა მატულობს,
მეც მინდება თავგანწირვა
ერის სასიქადულოდ.

როცა წავალ იმ ქვეყანას
წუთისოფლის სტუმარი,
აქ დამრჩება სიყვარული -
წრფელი, გაუხუნარი.

მოვკვდები და იქაც ვიტყვი:
ვინ ვიყავით, ვინა ვართ,
მწამს, შევხვდები ზეციური
საქართველოს ბინადართ.

კვლავ ავდივარ მთაწმინდაზე
ქრისტიანი ქართველი,
ვიდრე ვცოცხლობ, არ ჩაქრება
ჩემი რწმენის სანთელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები