| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 16 ივნისი, 2019 |
სარდაფი. პოკერი. თამაში-დე-ფაქტო. ქალაქის პრეფექტი, ხანდახან КГБ, წამლებს კი უბრალოდ პლაცებოს ეფექტით, ყლაპავდა ძილის წინ, როდესაც აგებდა, მთელი თვის ნაოფლარს, ვისკი და სიგარა, დარდს ვერ უქარვებდა და მისტერ კრუპიეს, უნდობლად უცქერდა, სადმე რომ მიქაროს და გამოიჭიროს. მის ფერმკრთალ უპეებს დაჰკრავდა შიშის და გადაღლის ნიშნები, იდაყვებს ბავშვურად აყრდნობდა მაგიდას, თვალებს კი მუდმივად ძირისკენ იშვერდა, თვალებმა აქამდე ათასგზის გაყიდეს, მერე კი თითებით ისრესდა საფეთქლებს, შუბლსა და ქუთუთოს, ამ დროს კი თითები, მზერაზე მეტადაც უტიფრად გათქვამდნენ, იღბლისგან გულსაკლავ დაცინვას ითმენდა. სვამდა და აგებდა, აგებდა და სვამდა, ხან ჭერში უწევდა გადათვლა ბუზების, ხანდახან ფულ ჰაუსს რივერზე დასვამდა, ხანდახან რჩებოდა კარესთან ტუზების, პირისპირ, სარდაფში, თამაში-დე-ფაქტო, ქალაქის პრეფექტი, ხანდახან КГБ, წამლებს კი უბრალოდ პლაცებოს ეფექტით, ყლაპავდა ძილის წინ, როდესაც აგებდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. პესის ან ფიფას თამაშიც შეიძლება ეგზოტიკისთვის :დდ პესის ან ფიფას თამაშიც შეიძლება ეგზოტიკისთვის :დდ
9. კაი ხანია ამ სტილში არაფერი წამიკიტხავს ;დ ბავშვობის ეგზოტიკა წამოიღო
3 კაი ხანია ამ სტილში არაფერი წამიკიტხავს ;დ ბავშვობის ეგზოტიკა წამოიღო
3
8. ბალახას/ეული, უფრო :)) ბალახას/ეული, უფრო :))
7. დერ\"ვიშ!\"ული? კარგია!
წარმატებები! :) დერ\"ვიშ!\"ული? კარგია!
წარმატებები! :)
6. მალე მეორე წიგნი უნდა იმასვქნა და გამცნობ :) მალე მეორე წიგნი უნდა იმასვქნა და გამცნობ :)
4. -ვიშ, მიხარია, რომ გედერ-ულება, ტავტოლოგიისგან თავი შევიკავი ვიშ-ზე :)
-ვიშ, მიხარია, რომ გედერ-ულება, ტავტოლოგიისგან თავი შევიკავი ვიშ-ზე :)
3. ვისკი დგას ალაგ და სიფხიზლე ალაგდა, როგორც ჩანს! :) ...და ლექსიც დალაგდა! დერვიშულად. :)
ვისკი დგას ალაგ და სიფხიზლე ალაგდა, როგორც ჩანს! :) ...და ლექსიც დალაგდა! დერვიშულად. :)
2. მსუბუქ სურათს უხდება სი-მძიმე-abbey :)) მსუბუქ სურათს უხდება სი-მძიმე-abbey :))
1. ტიპური გემბლერის პორტრეტი. ცოტა მძიმეების სიჭარბეა : ) ტიპური გემბლერის პორტრეტი. ცოტა მძიმეების სიჭარბეა : )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|