ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2019


სარდაფის ცოლები \"დასრულება\"

...12-ია და
სარდაფში კედლებს გამოსცრა ჟვავი.
...12-ია და ნუ მეშინია. შიშიდან გავალ.

მართლა ვარ ავად.

მომივლიან დედა და ძმები,
მათთან გავშრები.
ექიმბაშებიც გამიღებენ
პირს სიზმრის კოვზით.

ეგ ადრეც მოვსვი,
ბედიც, წერაც და
წითელი ჭირიც,

თან კედლებს ვთლიდი,
სახლის ჭერში ვაწყობდი სახლებს.
და უთვალებო ობობებიდან ძაფიდან ღილში
ვაძვრენდი თვალებს-ნაკბენს.
თან კედლებს ვთლიდი.

...12-ია და
სარდაფის თავზე მთვარემ დარეკა.
...12-ია და
ნუ მეშინია. შიშიდან გავალ.

მართლა ვარ ავად.
მომივლიან დედა და ძმები,
მკვდრების ძვლები ხომ ძლიერია
აღარ იმსხვრევა.

\\\"ჩემი ხმა არის თუ კატებიდან
ავი სულებია ამომხტარი,
სუფრას შემოუვლის ექვსფეხიანს
კაცი ბუტბუტით და ცელის ტარით.\\\"

ნუ მეშინია. ჩემი ყვავი უკვე ხეზეა.
მალე დაიწყებს საგალობელს
უკვე სიტყვებად
სამი მგლის სერზე ღამის ლოცვა
როცა მწიფდება,
მე უბგერებოდ მომჭრიან ხელებს
მე უბგერებოდ მომჭრიან ხელებს
(რომ ჩემს ჯვარზეც ვეღარ გამაკრან).

...12-ია და ნუ მეშინია, სარდაფი მოკვდა!
...12-ია და ნუ მეშინია. შიშიდან
გავალ

აღარ ვარ ავად,
გამოცვივდნენ დედა და ძმები.
მათი ძვლები ხომ ძლიერია
აღარ იმსხვრევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები