ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2019


ჩემთვის მთავარი სიყვარულია

ვისაც ვუყვარდი, - ისე მიყვარდა,
რომ ვერ გადმოვცემ ლექსის პწკარებით,
ტკივილს მოარჩენს ტკბილი სიტყვა და
ახლაც ღია მაქვს გულის კარები.

ვისაც ვუყვარვარ, - იგი მეც მიყვარს,
მკერდქვეშ რომ ფეთქავს, - წრფელი გულია,
კვლავ ვეუბნები მოყვასს ტკბილ სიტყვას,
ჩემთვის მთავარი სიყვარულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები