ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2019


ქსენოფობის აზანი

\"დამპალი ქალაქია ბიზანტიონი, დამპალი და გულაღრძნილობის ბუდე\"

ჩემი სახელი _ პაპუნა,
და რადგან პურსაც კი ვერ ვჭამდი ობიანს
და ვერსად ვერ ვპოვე შვება და ნუგეში,
მე შემეყარა ქსენოფობია
როდესაც წავედი თურქეთში!

ჩემი გვარი _ გიორგაძე
მე ხალხის სახეებსაც ვერ ვარჩევ
ვუყურებ მიწიდან ამოსულ ამ ბოლს
და ვშრომობ რადგანაც გადავრჩე
და ვცდილობ შევეჩვიო სტამბოლს!

ჩემი სამშობლო _ საქართველო (კავკასია)
ვერაფრით გადავლახე ბარიერი
არ ვიცი ამ გრძნობას რა ქვია
თითქოს და ჩემი უბანია სარიერი?!
თითქოს და ნუგზარიაც აქვეა?!

ჩემი პროფესია _სპორტსმენი
ასაკმა ფიქრები არუბიკკუბიკა,
ვინ იცის რა მიღირს ძილად,
წვიმიან აღმართზე მივათრევ ურიკას
მაღლა რომ დავყარო სილა!

ჩემი ჰოროსკოპი _ მერწყული
ვუყურებ სრუტეში გაჩხერილ გემებს,
აქ მკვდარ ცას არა აქვს ზღვარიც,
აქვე, სტამბოლელი უმოწყალოდ ვცემე
რომ გამადეპორტონ მაინც!

ჩემი მომავალი _ წარმოუდგენელი
აქ წყალი ბოლომდე ვერავინ დალია,
წყალია აქ ისე მყრალი,
აქ ვერ გამოიცნობ რა უფრო მყრალია
ხალხი თუ ონკანის წყალი!


ჩემი ოცნება _ სახლში დაბრუნება
არ ვიცი რამდენი \\\"Cემელი\\\" მივეცი
იქნებ და ამდენი არც უნდა მიმეცა,
დამპალმა ბარიგამ კი მომცა სირეცი,
რომ გამომაშტეროს დროებით სირეცმა!

ჩემი წარსული _ ბუტაფორია
და აჰა, დავტოვე, ხარხარით, სიცილით,
მათაც ხომ ვუტოვებ ჩემს მიმართ ფობიას,
რა გემრიელია ჩემს სახლში შიმშილი,
იქაურ დონერებს ათასჯერ სჯობია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს