ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2019


ჩვენ...!

ჩვენ...

ჩვენ ვართ ლაბირითში შეგდებული ვირთხები
ელექტროძაბვის მაგივრად სიცრცხვილით სავსე ჩიხებით
სახეალეწილებილები ყოველ მათგანში ვიჩხირებით
სინდისი ქენჯნით ვითხვრებით და ბოლოს ვპოულობთ გასასვლელს,
რადგან შერცხვენა გვძულს, სიკვდილამდე გვძულს.

ჩვენ ვართ ტკივილის ჭაობში დაბადებული შვილები,
ბედნიერება გვეგულებოდა მეორე ნაპირზე, ხოდა შევცურეთ
თავისუფლებით შებორკილები მაგრად ვფართხალებთ
და უდრო მეტად რომ ვიძირებით, მხრებზე გვაწვება
ტალახისა და ტალახს შეგუებულთა სიმძიმე.

ჩვენ ვართ ისენი ვინც მივხვდით რომ ნაპირზე ვეღარასოდეს გავაღწევთ
გვერძე დავაწყეთ ფარხმალი და ფსკერისკენ სწრაფვა დავიწყეთ,
ხოდა გვაწვება, გვაწვება და გვაწვება
ზემოთ ხსენებული ტალახი და ზემოთ დარჩენილების წონა.
და ფსკერს მიღწეულები მივხვდებით რომ ბედნიერება
ტკივილისაგან გათავისუფლება კი არა მისით ცხოვრების სწავლაა.

და ვერ ვისწავლეთ, მხოლოდ ეს ვერ ვისწავლეთ.

ჩვენ ვართ გამოუსადეგარი, ძირ გამოხეული ტომრები
ხორბლის მარცვლებივით გვცვივა წამები, წუთები, წლები, ცხოვრება.!
ჩვენ ვერ შევძელით, ხოდა გვასწვლეს რაზე გვეოცნება,
ჩვენ გვაიძულეს ოცნება, გაზრდა გვაიძულეს,
ჩაცმა გვაიძულეს და ჩვენც მხოლოდ გრძნობებს ჩავაცვით.

ჩვენ ვართ ანორექსიით დაავადებული თაობა, სულის ანორექსიით
რამდენჯერაც ვიპოვეთ, რამდენჯერაც მივიღეთ,
იმდენჯერ ორი თითი ჩაგვიყვეს და ამოგვარწყევინეს,
უკვე ჩვევათ გვექცა, ხოდა ახლა თავადვე ვაღებთ პირს
და უკან ამოგვაქვს ბედნირება, სულს ვირევთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქებში, ხალხით სავსე ქუჩებით
და მაინც დავდივართ, დავდივართ და ვეძებთ ადამიანს,
რადგან ქუჩები სავსეა ხალხით და ცარიელია ადამიანებით,
ჩვენ ამას ვხვდებით, მხოლოდ ვხვდებით,
ვხვდებით! ვხვდებით! და ვაგრძელებთ ცხოვრებას.

ჩვენ ვართ ისენი ვისაც შეგვეძლო სიბნელეში ვყოფილიყავით
და მხოლოდ ერთი სხივით დავმტკბარიყავით, მოვფერებოდით მას,
მაგრამ გავცვალეთ, სინათლეში გავცვალეთ.
სადაც ნათელს აქვს ფასი და არა კონკრეტულ სხივს, სადაც დავკარგეთ ის
და ვეღარასოდეს ვიპოვით, არადა ის მხოლოდ ჩვენი იყო.

ჩვენ ვართ ისინი ვინც ყველა მდინარეში საკუთარ თავს ვხედავთ
ვუყურებით და ვტბებით სანამ კისერს არ მოვიტეხთ და შიგნით არ ჩავიხრჩობით,
ეს ლექსი მდინარეა, გრძნობების ადიდებული მდინარე
და თუ შენ შენი თავი დაინახე ამ წყალში, ამდღვრეულსა და ხავსგაცვენილში
,,მაშინ ხმამაღლა იხარხარე - რადგან გადარჩი“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები