ნაწარმოებები



ავტორი: ნაითან
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2019


მთის იქით

მთის იქით
მთის იქით ვცხოვრობდი დაუსრულებელი სილამაზის მიმართ კანონები რომ არ მოქმედებს, აი ის კანონი ყველაფერ მარადიულს რომ კრძალავს,დილა ღამეზე მშვენიერი იყო,ღამე კი დილაზე გაცილებით მისტიური,გაფანტული ღრუბლები თავზე დამყურებდნენ,ნეტა იცოდეთ როგორ იცვლიდნენ ფორმებს,ისე მაცინებდნენ ხოლმე,რომ ვინმე რომ ყოფილიყო სიახლოვეს ნამდვილად გიჟი ვეგონებოდი,ისე სიგიჟე კაი რაღაც არის აკეთებ იმას რაც სხვას აღიზიანებს,რასაც ის ვერ შეძლებდა,შენ ხო გიჟი ხარ ,ეს უკვე ნიშნავს რომ რაღაც სხვა ხარ,ადამიანებში კი სხვა ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს,ახლაც მეცინება,ძალიან ხშირად ვიღიმი,ალბათ ამიტომაც მალე გამიჩნდება ნაოჭები მერე ნაოჭებს დავითვლი ხოლმე და ჩემ თავს დავცინებ,აქამდე გიჟი იყავი ახლა მახინჯი და გიჟი,ორივე უბედურება ერთად შეგეყარა თქო,მერე ისევ ღამეს დაველოდები,ასე ჩუმად რომ მისმენს,ასე ნაზად რომ იცის მზის ჩანაცვლება მთვარით,თანაც ასეთ მაცოცხლებელ სინათლეს,ნახევარმთვარეთი ჩამინაცვლებს ხოლმე,მაგაზე ცალკე ვეჩხუბები და მერე მთლიანს მანახებს ,ხოლმე არუყვარს როდესაც ვბრაზობ,დილაც მალე მოჰყავს,დილა ხომ საერთოდაც დედაა ჩემი,კარგით , ეს  ვიხუმრე საერთოდაც დედა რას ნიშნავს,ეგ რაღაც ზრუნვასთან იქნება კავშირში,მახსოვს ერთხელ დედა მეც მყავდა და მაჭმევდა ხოლმე,ახლა მარტო ვარ დიახაც,მერე რა? ბუნებაში ყველაფერი თავის ადგილას არის , გინდა არგინდა ასეა,მეც მასავით ველური და დაუმორჩილებელი გავხდი,მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ამ ყველაფრისთვის არასდროს გავხდები \'\'სხვა\'\' არასდროს გავხდები უცხო,მე მხოლოდ თქვენი ვერ გამიგია, ასე მთების იქით ამაყად რომ იყურებით დედაც რომ გყავთ მამაც, და კიდე ათასი ვიღაც არც მაინტერესებს,საერთოდაც თქვენთან ასე არ ანათებს მზე,არც მთვარე გიჩვენებთ ბოლომდე სახეს,ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემია,მხოლოდ ჩემამდე მოდის და ასე იქნება დაუსრულებლად,აქ კანონები არ მოქმედებს , აქ თქვენი შეზღუდვები სილამაზეზე მხოლოდ მითია,მე მარტო ვარ,მე ბუნების ნაწილი ვარ და არა ქაოსის,აქ მარტო ვარ მხოლოდ ჩემს თავთან ვარ , თქვენ კი ერთად ყოფნის დროსაც \'\'მარტო\'\' ხართ,არ მძულხართ,უბრალოდ ამაყად ნუ იყურებით,ჩემთან ყველაფერი წმინდაა,აქ უამრავლი წყლის წვეთის გროვაც კი მაბედნიერებას,სათქმელი კიდე ბევრი მაქვს,მე ჩემ სიმარტოვესთან მარტო დავრჩები,იმ ღამეს დაველოდები სიბნელეც რომ სილამაზედ ითვლება,მე სხვა ვარ თქვენ სხვა,სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები