ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: იაგო იაგო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 ივლისი, 2019


გიორგი კეკელიძეის ,,გურული დღიურები’’ XXI საუკუნი ქართული მწერლობის ერთ-ერთი ვარსკლავი /ესსე გურულებისა და დანარჩენებისათვის!./

  გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-მა გამოსცა ,,იკითხე ქართული’’-ს სერიის წიგნების მეხუთე ტომად გიორგი კეკელიძის ,,გურული დღიურები’’. გამომცემლობა ,,პალიტრა L’’ აკეტებს საშვილიშვილო საქმეს, რასაც ჰქვია ,,იკითხე ქართული’’ სერიის წიგნების გამოცემა. ,,ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია’’!.. ინტერპრეტაციით ასე იქნება - წიგნი შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია.

    რაც შეეხება ბ-ნ გიორგი კეკელიძის შესანიშნავ წიგნს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ტრილოგია. ,,გურული დღიურები’’ საოცარი სიზუსტით აღგვიწერს გურიას, საოცარი მხატვრული ოსტატობით შექმნილ ამ მაღალმხატვრული ღირებულების მქონე წიგნში საუბარია გურიაზე, მაგრამ უფრო მეტად კი საუბარია ადამიანზე და ადამიანობაზე. შესანიშნავადაა აღწერილი გურული ტრადიციები. როგორც კ. გამსახურდიასათვის არქაიზმებია მასულდგმულებელი და მისი გენიის ხორცშემსხმელი, ასევეა გ. კეკელიძისათვის დიალექტიზმები, კერძოდ - გურული დიალექსტი. ისე მაღალმხატვრულად და პოეტურადაა გამოყენებული საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, რომელიც ტექსტს უფრო მიმზიდველსა და მაღალმხატვრული ღირებულების მქონეს ჰქმნის.

    წიგნი ეძღვნება ავტორის გარდაცვლილ მამას, ბატონ ზურაბ კეკელიძეს. საოცრად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ ზურაბი. ვფიქრობ მისი ოცნებების ვერასრულება სწორედ მისმა ასეთმა დიდმა თავმდაბლობამ გამოიწვია. მართალია ამბობენ ,,თავმდაბალი ამაღლდებაო’’, მაგრამ ზურაბი მის ოცნებებში ვერ ამაღლდა. იგი ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში. არა იმიტომ, რომ არ იცოდა ჭადრაკის თამაში, არამედ იმიტომ, რომ მისმა თავმდაბლობამ სძლია ნიჭს, ნიჭს, რომელიც მას გააჩნდა. არათუ მსოფლიო ჩემპიონატზე, არამედ რეგიონალურ ჩემპიონატზეც არ გადიდა, მორცხვობისა და თავმდაბლობის გამო. მაგრამ იგი ოზურგეთის მრავალგზის ჩემპიონი გახლდათ ჭადრაკში. ავტორს მამა უყვარდა, უყვარს და ეყვარება ყველზე მეტად. როდესაც ზურაბს გიორგი ბაღიდან გამოჰყავდა შვიდ საათამდე თავისთან (სამსახურში) ჰყავდა. გიორგის ლიტერატურა და კითხვა შეაყვარა მამამ. მამამ, რომელიც ცალი თვალითა და ხელით ,,მარგარინს’’ ჰყიდდა, ხოლო მეორე თვალით უკითხავდა სათავგადასავლო ლიტერატურას. გიორგის ზურაბი ამოგზაურებდა ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის სამყაროში... ზურაბს იმდენად უყვარდა წადრაკი, რომ დახლტან დასტობით ეწყო ჭადრაკის ამოცანები და სხვა ლიტერატურა ჭადრაკზე და მოჭადრაკეებზე. ზურაბი შესანიშნავი მეზღაპრეც გახლდათ. გიორგის ძილის წინ უყვებოდა მის მიერ შეთხზულ ზღაპრბს. ზღაპრებს, რომელიცგიორგის შინაგანი თავისუფლებისაკენ მოუწოდებდა (ალეგორიული ხასიათის). საოცარი შრომისმოყვარე გახლდათ ზურაბი. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე დაიარა ტხილნარი, გაასუფთავა, გასხლა და მეტადსიცოცხლისუნარიანი გახადა.

      გური, როგორც მდიდარი ისე ღარიბი კუთხეა.

    იცით რატომაა ასე საინტერესო, მიმზიდველი და ბესტსელრად ქცეული ,,გურული დღიურები’’? იმიტომ, რომ ის არაა ყალბი, არაა პანეგირიკული შინაარსის, არის, ასე ვთქვათ, საკუთარი სტილი (გიორგი კეკელიძისეული), რომელც ნაწარმოებს უფრო კითხვადს ხდის. ამასტანავე არაა მოსაბეზრებელი, მუდამ მხიარულ ნოტზე დგახარ, მაგრამ ამ გურული იუმორით გიორგი ამხელს ყველასა და ყოველ სიავეს, თუნდაც ტრადიციასაც. გიორგიმ ამხილა გურული ტრადიციების სიავკარგიანობა. მაგალითად დაკრზალვიდან დაბრუნებულებ, რომ არ გვახსოვს ის თუ სად ვიყავით და რაზე. უცბად ვწყდებით იმ სამყაროს (ადამიანის დასაფლავებასა და გარდაცვალებას) და გადმოვდივართ ჩვენ ყოფიერ ცხოვრებაში. მკვდარს ვაცილებთ ღვინით, ხოლო ჩვენ ქელეხიდან (სეფიდან) ორი კაცი გვაცილებს სახლამდე, გალეშილებს.

    როგორც მწერალი ამბობს ,,პარადოქსებითაა სავსე გურია’’. მაგ.;,, ქვეყნის დამაქცევარი შევარდნაძეს წყევლიან და როცა მისი ,,გურული წარმოშობით’’ ამაყობენ’’. გურულები ყველაფერში სრაფები არიან, საუბარშიც, საქმეშიც... თუ დიდხანს გესაუბრათ გურული, მხოლოდ სამ რამეს გამოიტანთ - ,,რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?’’ აი მთავრაი (საკვანძო) ,,გურული’’ შეკითხვა.

    გურულები ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ... სექსს ,,აჯიბაკური’’ დარქვს, სიყვარულს - ,,გამოპენტერება’’. გამოვპენტერდეთ ნენა, გამოვპენტერდეთ. მეტი გამოპენტერება, მეტი!..

    ჰოდა ასეთი ,,პარადოქსებით სავსე გურიასაც’’ ტავისებური აღქმა სჭირდება.

    ავტორი იზრდებოდა 80-იან-90-იან წლებში, როდესაც წიგნებისათვის არავის ეცალა. გურიაში წიგნები ძირითადად მეორე სართულზე ჰქონდათ. მეორე სართულზე ძირითადად მტვრის გასაწმენდად და მკვდრის დასასვენებლად იყენებდენო, ამბობს ავტორი, აქაც რა საოცარი სიცხადითა, იუმორულადაა გადმოცემული ,,გურული (და არა მხოლოდ გურული) მანკიერებანი’’. გიორგის წიგნების კიტხვა ძალიან უყვარდა... ამ ძველ წიგნებს ერთად-ერთი ის კითხულობდა, თორემ ამ წიგნებს სხვა რამისათვის იყენებდნენ, ცეცხლის დასანთებად და გაჭვარტლული ლამფის გასაწმენდად.  90-იან წლებში აქტიური არ იყო პორნოგრაფია, ამიტომაც 80-იანელ-90-იანელები ეროტიკას წიგნებში ეძებდნენ. ეროტიკიული ნაწილების მისაგნებად მათ მთელი წიგნის კიტხვა უწევდათ, რამაც შეაყვარათ ლიტერატურა. ჩემთვისაც იმ 90-იანელებ მრავალჯერ უთქვამთ: ,,დიდოსტატის მარჯვენა იმიტომ წავიკიტხეთ, რომ ვიცოდით იქ აღმაგზნებელი სცენები იყოო და ძირიდად 100-ჯერ მაინც ვკითხულობდიოთო მეფისა და ვარდისახარის ეროტიკულ სცენასო’’. კი, ეროტიკის გამო კი წაიკითხეს, მაგრამ ამ კიტხვა-კითხვაში შეუყვარდათ ლიტერატურა. თუმცა გიორგის პორნოსცენების წაკითხვა არ დასჭირვებია ლიტერატურის შესაყვარებლად. მას ჰყავდა შესანიშნავი მამა, რომელიც შვილს ზრდდა კეთილად და პატიოსნად...

    შეიძლება სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ,,გურული დღიურებში’’ განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბებიებს, ნათელასა და მედიკოს. რომლებთანაც ხშირად იმყოფებოდა მწერალი....

      გიორგიმ სპორტიც აქტიურად შეიყვარა... და ამაშიც დიდი წვლილი მამას მიუძღვის...

      რადგან ამ წერილის მისია არაა ლიტერატურულ-კრიტიკული გარჩევა ნაწარმოებისა (ცხადია თავისმხრივ ამასაც გულისხმობს), ამიტომ თითოეულ დეტალს არ გავარჩევ, რადგან  წაკითხვის ინტერესი არ დაგაკარგვინოთ...

      გიორგის მამისაგან გამოჰყვა ყველა რჩეული თვისება - ტავმდაბლობა (ტავის დროზე, როდესაც პირველად გამოიცა „გურული დღიურები“ მას ოფიციალურად არ წარუდგენია იგი), სრომისმოყვარეობა (რისი დასტურიცაა მისი ბიბლიოთეკარული მოღვაწეობა და ლიტერატურული მოღვაწობა)...

      „გურულის დღიოურების“ მესამე ნაწილი ,,ანუ თორმეტი თავი და თვე’’, ყველაზე ძლიერი ნაწილია ამ ტრილოგიისა. ვფიქრობ იგი გვირგვინია ამ ნაწარმოებისა. განსაკუთრებით მიყვარს აგვისტო... ფერისცვალება... მეტამორფოზა...

      ამ წიგნნის წაკითხვის შემდეგ ყველა ადამიანი ჩაფიქრდდება ადამიანობაზე. ყველას აღაფგრთოვანებს და არავის დატოვებს უკმაყოფილოდ...

    #იკითხექართული!.. იკითხე, იკითხე, იკითხე... ამ ბედუკუღმართ წამად ქცეულ წუთისოფელში კიდევ ლიტერატურა გაგიხანგრძლივებს ცხოვრებასა და ყველაფერი უფრო ფერადი და ნათელი იქნება!..

      მადლობა ბ-ნ გიორგის ამ სიამოვნების მონიწებისათვის... მადლობა გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ს...



                  იაგო ქებურია

მკითხველი, ლიტერატურის ახალგაზრდა კრიტიკოსი






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები