ნაწარმოებები



ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2019


სიყვარულის კოქტეილი

ჩაასხით სულის ჭიქაში
დიდი დოზით ყურადღება და სითბო,
აანჯღრიეთ მზის ენერგეტიკულ სასმელთან ერთად,
დაამატეთ უხვა სიხარული, ხალისი და კისკისი;
ოდნავი სევდა მარილის ეფექტისთვის,
ოდნავი სიცივე, როგორც პატარა ყინულის ნატეხი,
რომელიც მალევე ჩადნება
და მხოლოდ სასიამოვნო სიგრილეს შესძენს
კოქტეილს,
რომ მწველმა გრძნობამ გუ ლები
მთლად არ გადახრუკოს _ მიირთვით
კაფეში სახელად „სულის ოაზისი“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები