ნაწარმოებები



ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2019


ილაპარაკონ, ილაპარაკონ.

მოგესალმებით
წერილი ეძღვნება გრაციოზულ სულის მატარებელ ბოჰემურ საზოგადოებას. ბატონებო რთულია ჩემნაირი ადამიანის თქვენნაირ ადამიანებთან ერთად თანაარსებობა. ეს არ არის სულის თამაში, თმაში შრიალი შეგეპაროს ქარისგან მოუქროლებლად. და მთლად გაყინულ ტბის პირას იდგა ალფონსო დე ლა პიუერი და შესცქეროდა ირგვლივმყოფთაგან ყველას და მათ შორის ჰყავდა გამორჩეულიც. ბატონებო ქედი მოიხარეთ.
აქ დამთავრეს უნდა, სანამ დავიწყებთ, თორემ მერე გვიანი არ იყოს.
სიმართლე რომ გითხრა ძვირფასო, რაც შენ მიმატოვე მას შემდეგ რამდენჯერმე მიფიქრია შენს მოკვლაზე. თუმცა როგორც ხედავ კვლავ ცოცხალი ხარ. გახსოვს ყველაფერი როგორ დაიწყო. არა ჩვეულებრივი შეხვედრით. მე და შენ ერთ კლასში ამოვყავით თავი და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო ჩემო. და მერე როგორ მოხდა ყველაფერი არა? მე არაფერი მაბადია ძვირფასო, ერთი თეთრი არ მიჭყავის ჯიბეში და როგორ ფიქრობ რას შეიძლება მიაღწიოს მამაკაცმა ფულის გარეშე? მდაბიო სამსახურს ლუკმაპურის სამათხოვროდ? ხელგაწვდენილი იდგეს ბანკის წინ? არა სულის ბორიალი უფულობის ჟამს როგორც გვიმრა ისე იწყვებს გაღვივებას. და მე მიფიქრია იმაზე რომ შენი ქმარი შენივე ქორწილის დროს მომეკლა, მაშინ როცა ბედნიერების სადღეგრძელოს სანახევროდ გამოსცლიდა მე მას სიცოცხლეს გამოვასალმებდი. მაგრამ ესეც არ მომეწონა და როგორ შეიძლება ადამიანს სამაგიერო ღირსეულად გადაუხადო? ამის შესახებ ერთადერთი პასუხი არსებობს, არა სიკვდილი არა სიცოცხლე არამედ რაღაც სხვა. თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება. მომავალი აწმყოსგან იბადება, შენმა წიაღმა უნდა შვას და გაითავისოს რომ აღმოსავლეთის ზარები დიახაც მეგობრებო ზეიმისა და დიდების მაუწყებელია ყოველი ამაოდქმნილი სხეულის აზრთასხვადასხვაობის და რაობის წინაშე აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ამეენ. მე შვილები ვიგულისხმე ძვირფასო. მე თუ დავქორწინდი შვილებს ადამიანთა სიყვარულს ვაჩუქებ, ვნახოთ შენი ქმარი რისი მაქნისია. მე თუ დავქორწინდი შვილებს ლიტერატურის სიყვარულს გადავცემ, მე თუ დავქორწინდი საუკუნოდ ბედნიერი ვიქნები ვფიცავ ღმერთისა და ჩემი თავის წინაშე, რომ მეყვარება სიკვდილის მერეც. ვნახოთ რას იზამს შენი ქმარი, ვნახოთ რას გააკეთებს, მე მას დუელში ვიწვევ.
აქ უნდა დამთავრდეს მეთქი.
ქალაქის მტვერში მინიატურული ქარბორბალა ფეხსაცმლის ნაფეხურებს სწორ მიმართულებას აძლევდა. რა საინტერესოა ბუნებისა და ადამიანის მსგავსის თამაში. მაშინ ვინ საზღვრავს რამდენით რამდენია, სად ვხედავთ სეკუნდანტებს მეგობრებო, წერე და იყავი თუ წამკითხავი არავინ გყავს რა აზრი აბადია შენს სიმფონიებს. თამაში კლდის პირას ჭვავის ყანაში, არავის ახსოვს არც ახლა და არც უწინ ვინ მუშაობდა ბავშვების დამჭერად კლდიდან რომ არ გადაჩეხილიყვნენ, მსოფლიო ტურნირები, და ვერაფერს გაიგებ რა წერია, რადგან მელანი და კალმის თავი ერთმანეთისთვის შეუსაბამონი არიან, ეს ალბათ სიმთვრალის ბრალია მაგრამ ყოველივე ამაოა ჩემს წინაშე.
კიდევ აგრძელებთ?
ვარსკვავებიან ღამეში, ოდეს იხილო ლავიწნი ქალისა და ზეც ვარდისა ფუცლები , არ შეგენანოს გულო ყოველი თუ დაიხსომებ ამას მრავალჯერ. არ შეგეგნანოს, არ შეგენანოს, არ შეგენანოს არასდროს იგი. ასე ყვებოდა დაჭრილი ჯარისკაცი არასდროს ნასწავლ შექსპირის ჰამლეტს, რადგან მას ერთხელ მოესმინა თავის წარმოსახვაში და ეგონა რომ რასაც ჩვენ თავში ვფიქრობთ და გულში ვამბობთ ყოველივე სიმართლის ნაპერწკალია. არ შეგენანოს გულო ყოველი რაც ღმერთმა შექმნა არს და იქნება, ოდეს ნამთვრალევს დამესიზმრება ოდეს ნამთვრალევს დამესიზმრება.
აქ მე ვჩერდები, რადგან ღვინო მითავდება, მინდა რამდენიმე ყლუპი აუღელვებლად დავცალო ჩემს გონებაში. მთელი მსოფლიო არარად მიღირს, დამისახელეთ ფასი და მე გადავიხდი მის გამოსათავისფლებლად. არაუშავს მეგობრებო, მე კრიტიკოსები მუდამ მეხვია გარს, საქმე ისაა მოალერსეს რომ ვერ გადავაწყდი ვერსად.
ილაპარაკონ, ილაპარაკონ, რა დარჩენიათ მათ ამის მეტი
ნეტავ ესმოდეთ როგორ ვბაასობთ სიტყვის ტურნირზე იქ მე და ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები