ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაალ ჯიქიძე
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2019


ქალაქს, რომელიც ზღვის ტალღებმა დაიმეგობრეს...

ქალაქს არ ძინავს,
უფრო სწორად რა დააძინებს,
ქალაქს, რომელიც ზღვის ტალღებმა დაიმეგობრეს,
სული გაანდეს ყრმის თვალებმა,
მშფოთვარე სული,
და ამით მათი მარტოობა გადაარჩინეს,
გადაღლილია ესქალაქი და არა მარტო...
და არა მარტო მისი ტკივა ყველას უჯერებს,
ყველას არეულ ნაბიჯებს რომ ახსნას უძებნის, ესეც დაღლაა...
და არაფრის თქმა აღარ გვმართებს ,
ვიდრე ვუყვებით ჩვენს შესახებ ცრემლიან ტალღებს,
და ვიდრე მზეზე არ გავახმობთ ჩვენს სულს გალეშილს...
ჭიქა არყითა და ათასი ნაფიქრალებით,
რომ ზღვის ფერი გვაქვს თვალები და, თავადვე ვგავართ...
შენი ბრალია,  თუ ეს ოდენ ასე გიყვარვართ,
რომ ოცნებები გადაგვაცვი ღმერთის კვართივით,
არ გაგიკვირდეს თუ გვაღმერთებ ვიეგოისტოთ,
და ისევ შენზე შევიმშრალოთ სველი ხელები.
ასეთები ვართ...
და მე ვხვდები, რომ დაიღალე, მაგრამ ჩუმად ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები