ნაწარმოებები



ავტორი: ლევან10
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2019


დაბადება

ზანზარებს გული და ფეთქავს ცოდვა!
სიცივით დანისლულ მთებში გათოვდა,
მოხუცის თვალებში ზვავად ჩამოწოლილ
- იარებს კვლავაც ათრობდა სევდა.

მგელმუხლა სვეტებს და დიდრონ კალთებს,
ღვთისმშობელ დედის მზის შუქთა კონა
- ათბობდა გარინდულ მყინვარებს სდევდა...
მოხუცის თვალებში კი, ისევ თოვდა.

ამაყად იდგნენ... ორთავეს ჩრდილში
ახალ სიცოცხლის ისმოდა თრთოლვა!
- შენ, საუკუნოდ იდგები მარად!
- მოხუცს გულისთქმა შერწყმოდა მყარად,

შენ! უკვდავებას ნაზიარები,
ლოცვით ანთებულ სანთელში დარად,
მოგევლინები და გიწილადებ,
ცრემლთა სიწმინდეს და თოვლისებრ ზვარაკს.
                                                                  17.02.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები