ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2019


კაკაო

ნინო დარბაისელი

კაკაო
- - -
(ციკლიდან: ეტიუდები)

ჩემს სიყვარულზე ვყვები ხმამაღლა,
გემუდარები, არ შემაკავო,
ახლა ნეტავი რა ეტაკაო,
ასე რამ აალაპარაკაო!
თუმც ურჩევნია ზოგს წიწაკაო,
მე - არა ფია, არცა ფაფაო,
არა ძეძე და არცა ბაბაო,
არცა ჩიჩი და არცა კაკაო, თავდავიწყებით მიყვარს და მიყვარს
ტკბილი,
რძიანი,
თბილი კაკაო.

ვინც სვა კაკაო,
ტკბილი კაკაო,
ყელში სიამით ირაკრაკაო,
ვინც სვა კაკაო,
თბილი კაკაო,
მან აღმართები გაივაკაო,
ვინც სვა კაკაო,
ტკბილი კაკაო,
წარმოსახვები აქანდაკაო,
ვინც სვა კაკაო,
თბილი კაკაო,
მას მტერი ვერ ეავაზაკაო,
ვინც სვა კაკაო,
ტკბილი კაკაო,
მისი დიდება აარაკაო,
ვინც სვა კაკაო,
თბილი კაკაო,
ეს ყოფა გაიაგარაკაო.
მიკვირს, არა აქვთ თავგადაკლულებს
კაკაოსათვის დაკა-დაკაო.

ვიცი, რა სიტყვაც მოგადგათ პირზე,
ამ ნინომ ტვინი გაგვიმაკაო...
ან უარესი,
მთლად უარესი,
დარბაისელმა გაგვი...

“ტრამალები დუმან, შენი
საქმით განაკვირები.”

“კა -
ეგვიპტური მითოლოგიიის თანახმად,
ადამიანის ერთ-ერთი არსობის სული,
რომელიც ყოველ ადამიანთან ერთად იბადება
და მისი ორეულის სახით ცხოვრობს ამქვეყნად.”

კი,
კი,
ასეა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები