ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 ივლისი, 2019


Emily Dickinson - I shall not murmur if at last (1409)

ემილი დიკინსონი - არ დავიჩივლებ სამარის კართან (1409)

არ დავიჩივლებ სამარის კართან,
თუ ჩემიანებს ნებას დართავენ
იმის მიხვედრის - ვინც კი მიყვარდა,
რად გავურბოდი - განუმარტავენ.

შვებას მომგვრიდა ეს გაცხადება,
ხოლო წუხილს და ტკივილს - ახლობლებს,
ვუფრთხი ღალატის აღაღადებას,
კეიტ, ჩემს სათქმელს ცრემლი აბრკოლებს. 

5 ივლისი, 2019 წ.         

\"Katie\" (Katherine Mary Scott) - ემილის ბავშვობის მეგობარი



Emily Dickinson - I shall not murmur if at last (1409)


I shall not murmur if at last
The ones I loved below
Permission have to understand
For what I shunned them so –

Divulging it would rest my Heart
But it would ravage theirs –
Why, Katie, Treason has a Voice –
But mine – dispels – in Tears.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები