ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2019


აპოკალიფსისი

სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.
(ძვ.ა ფსალმუნნი,ფსალმუნი 24.11).

ამოვახველეთ რაც კი ზიზღი გვაქვს,
შევაფურთხეთ ზამთრის სითეთრეს,
ცოდვებისაგან განვთავისუფლდით,
მაინც არ არის საკმარისი!
.......
უცნობი იერის მთვარეს გავუსწოროთ სუყველა თვალი რაც გვაბადია!
ეფრემ მეგობარო...
როდესაც მარტოობა ფიქრებთან ჩვენეულ სიმფონიას თხზავს,
ყველასთვის უცნობს,
ყველასთვის კეთილს,
ყველასთვის მშრალს...
.......
სიჩუმეს ვუხმოთ სულის ყივილით,
გარდაცვალებას მოვასწრებთ მუდამ,
გზა არის კიდევ გასავლელი უკიდეგანო,
Stairway to heaven ჩართულია... ღმერთი ან ბუდა!
ორი სხვადასხვა განზომილება... ორივე ერთნი,
ცრუნორწმუნენი არ ვაღიარებთ(კანონზომიერს)!
ერთნი ათასად იტყვიან ან ხაზს გაუსვამენ უსიტყოდ წამში,
არა ცდომას და იდეებით ეწყობიან თუნდაც Hozier-ს...
.......

მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი
(ახ.ა აპოკალიფსისი,თავი 1, 8)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები