ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2019


ენგურს იქიდან

ფასი დაედო ჩავლილ ბრძოლებს
ნუთუ არ იცით?!
ეს, აფხაზეთი გადმოგვძახის
ენგურს იქიდან,
რომ სამშობლოსთვის შეწირულმა
თითო ვაჟკაცმა
სისხლით მორწყული ჩვენი მიწა
გამოისყიდა.
სროლა და ისევ ტყვიის ზუზუნს
ვაფარებთ თავებს.
მკერდთან ჩავლილი ბედისწერა
ადნობს კამათელს.
აკანკალებულ თვალს უხუჭავ უხმოდ სამიზნეს
და არაფერი დაგრჩენია დღეს საკამათო.
დენთის სუნისგან ამომწვარი ფილტვებით უსტვენ
როგორც სულშია ამომხჩვრალი ცრემლი მშობელთა.
როცა იცი რომ უკანასკნელ წამებს ითვლი და
პირიქით უნდა ამობრუნდეს ბედის მონეტა.
ფასი ვიხადეთ სისხლითა და ოფლით მორწყული.
სამაჩაბლოში შევუწირეთ მამულს შვილები.
ვხოცეთ და ვჟლიტეთ, მერე ვმარხეთ და საბოლოოდ
გამოვიტირეთ საქართველოს მკვდარი გმირები.
მე აქ რა მინდა?! რას ვზეიმობ, ნუთუ დამთავრდა?!
ნუთუ დავკეტეთ იარაღზე ღია მცველები?!
თუ საბოლოოდ მივიკუთვნეთ ის რაც ჩვენია
და ამის მერე აღარავინ შეგვეცილება?!
ის რაც ჩვენია ჩვენი იყოს, გათავდეს ომი.
მორჩეს კამათი და სიმრთელეს ვუწეროთ ოდა,
ერთადერთ რამეს ვერასოდეს შევეგუები,
შვილები ვხოცეთ მომავლისთვის... დამთავრდეს...
ჰოდა...
წაგებულ ომში მე რა მინდა?!
მოგებულს ვტირი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები