ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2019


მე მინდა ძილი


მე მინდა ძილი.
ონკანებიდან გადმოდენილი
ღმერთო შემინდე,

რომელსაც სიზმრის უყვებიან
სხვები ავ ნიშნებს,
ძილი მე მინდა

ისეთი, ნაზი, ბოდვის გარეშე,
გარეთ ქარებით გადალეწილი
მკვდარი ტოტების ხმა არ გავიგო.

მე მინდა ძილი.

ჩაბეტონებულ ქალაქებიდან
პარკინსონიან პოლიტიკოსებს
ეყოთ თავები,

შეწყვიტონ ჩემი დაბოლება.
ყვლეფა შეწყვიტონ.
და აიწყვიტონ ყელზე ჯაჭვები!

მე მინდა ძილი,
რადგან ერთადერთს,
იმ დედასაც კი ველოთავები
მე რომ შევწყვიტე,
ერთი სიცოცხლე მისი ტანიდან,

ჩემი ნატურის,
უგვანო კაცის,
შეშლილი კაცის,
პოეტის სახით.

მე მინდა ძილი,
მე მინდა ფრენა,
და დავასრულო
ღრენა მე მინდა...

რამეთუ ისევ დასრულდეს
ირგვლივ,

ღია ფანჯრიდან შემოვარდნილი,
ონკანებიდან წვეთად დაღვრილი,
სიზმრად ნანახი - ღმერთო შემინდე!

მე მინდა ღრძილი,

რადგან ვირთხა ვარ
ბოლო სართულზე შეყუჟული
-კბილებს ვიბარებ!

რადგან წმინდაა,
ჩემთვის წმინდა,
დოლარიანი მეძავების - ,,მოდი მიხმარე\",
ვიდრე სიტყვების რახარუხი  მოჩვენებითის:
,,სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს\".


შეჭედილია ჩემი ყუთიც,
სამყაროსავით,
ქვემოთ დენთია,
ზემოთ ღმერთი,
მე კი ვფეთქდები!

დედამიწაა ჩემი ლოგინი,
და ცას ფუმფულა საბანივით
ტანზე ვიფარებ.

მე მინდა ძილი.
ისეთი ძილი,
მწარე ძილი,
გამშრალი ძილი,
მტკივანა ღრძილი,
რადგან ვირთხა ვარ,
და სახურავზე კბილებს ვიბარებ!

კბილებს ვიბარებ...
კბილებს ვიბარებ...
კბილებს ვიბარებ...

აბა კარგ ფასში
ხაზეიკა,
კბილებს ვიბარებ!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები