ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: თარგმანი
9 ოქტომბერი, 2019


იტალიას! პერსი ბიში შელი /ორი თარგმანი/

პერსი ბიში შელი

იტალიას!

როგორც მზე ღამეს ჩამოხსნის ნიღაბს,
როგორც აცეკვებს ცად ღრუბლებს ქარი,
როგორც მიწისძვრა ბრაზს ვეღარ ნიღბავს
და ბიძგით შეძრა მთის ყველა ქანი.
ავიც და კარგიც აგიტანია,
მარადიული ხარ, იტალია!
==========

ვით ალიონი მოჰყვება ღამეს,
ვით ცივი ქარი გარეკავს ღრუბლებს,
ვით ძვრა მიწისა ნაპრალს აღრმავებს
და მთის ადგილას გააჩენს ღრმულებს.
დგას იტალიაც მარადიული,
ჭირსა და ლხინში ვერ დაძლეული!


მთარგმნელი: მზია თვალაბეიშვილი
2016 წლის 4 ივლისი

ერთი ლექსის ორი თარგმანი. პირველი თარგმანი მთარგმნელთა კლუბში ჩატარებული კონკურსის პრიზიორია (სულ 12 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი) , ხოლო მეორე თარგმანმა გარკვეული მოწონება დაიმსახურა.
–––––––––––––

To Italy
As the sunrise to the night,
As the north wind to the clouds,
As the earthquake's fiery flight,
Ruining mountain solitudes,
Everlasting Italy,
Be those hopes and fears on thee.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები