ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2019


\'\'\'

მზე ჩადის ეულად...იჩქარა
საღამომ მარტოსულ ვახშამზე...
ქალი ზის და მზერით იპარავს
სხვის ვნებებს, სხვა სუფრის \"ლანგარზე...\"
რა გზაა?- მარტოა საბრალო,
ეს ღამეც ბევრ ღამეს ედრება...
გიჟია ქალი და სამყაროც...
სამყაროც თავხედად ჩერდება
იმ სხვის წილ სხეულზე და მდედრში
იღვიძებს წარსულის სინაზე,
დგას ქალი უბიწოდ...ბილწ ხვედრით
საშარო გამოცდის წინაშე...
და აი, შეირხა სკამიც და
ტანზე ტანგოს რიტმი აალდა...
ღამეა...ეული წამით და
ქალია...ქალი...რომ დაქალდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები