ნაწარმოებები



ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2019


***

დრო მიდის, ირგვლივ შემოგროვდება და მუდამ თან გდევს ხინჯი, ნაგავი,
სხვებში დათესე, სხვებში დარგე და მიწას მიბარდა, მოკვდა ნარგავი,
მარტო რომ რჩები, საკუთარ თავის იმედი უფრო პატარავდება,
წვები წარსულში და მოვლენები მოჰგავს კუბოზე თოვლის დადებას.
როცა ღამდება, უფრო რთულდება იმედისა და ნათლის დანახვა,
ასკვნი, რომ ბრძოლა არ შეგიძლია და ყველა მარცხის ხდები თანახმა,
თუმც ვერ ელევი გულში გაჩენილ დღემდე შერჩენილ მტკიცე სიყვარულს,
წვიმაც ცდილობს, რომ მთელი სხეულით შენს აივანზე გადმოიღვაროს,
ჯერ კიდევ ბევრი ხანმოკლე ძილი გრჩება ბოლო და ხანგრძლივ ძილამდე,
უფალი იცდის, უფალი ხედავს, რაც თესე, დარგე და იწილადე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები