ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2019


სულის ფერი

33 წელი ვხატავდი  ნახატს  სახელად  ,,ები ‘’…….
  აღუწერელი და დაუმორჩილებელი იყო ის განცდები, რომელიც მე მხატვარს, რომატიკოს პოეტს მეუფლებოდ. დაუმორჩილებელი გრძნობები, უსაზღვროდ გახნილი ვნებები, ფერების უცნაური შერწყმა  და მის სუროგატად (უხეირო ასლად ) ქცეული, ნაადრევად დაბერებული , რომატიკოსი მხატვარი გახლდით .
  აჰაჰაჰაჰ!!  რომატიკოსი მხატვარი?!  სწორედ სიგიჟე იყო ის, რაც ჩემს ცხოვრებას გიჟურად წარმართავდა, ან იქნებ ჩემი სამყარო იყო ის აკრძალული ხილი, რომელსაც მთელი არსებით ვესწრაფოდი .... ან სულაც ჩემი მუსიკა,  ჩუმი დაუმორჩილებებლი ყველასგან მიტოვებული ღიღინი და როიალზე  ურხცხვად შებღალული ნოტების ბრახუნი .....
  იქნებ მე ვიყავი არტისტიზმის მორევში უაზროდ გახლართული მხატვარი, რეალობას მოკლებული და ადამიანებისგან გარიყული, თუმცა გავლენას დახარბებული, სუფთა სულის სახეშელახული კრიტიკოსი. ან იქნებ ჩემი ახირება იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვესწრაფოდი.  ან იქნებ ერთი ნახატი ღირდა იმ საონცნებო ფართო აღუწერელ სიამოვნებას მოკლებულ თამაშად, რომელსაც  ურცხვად , ურყევად ვქმნიდი .
  ყველასგან მიტოვებული,  ნახატის მონად ქცეული და სიყვარულზე შეყვარებული ,,ელდეგიო’’ იბადებოდა ჩემს რომანტიზმით აღსავსე სულში .
  სილამაზით განთქმული და საოცრად ფაქიზი სულის ადამიანი იდგა  მოთამაშე შადრევნების წინ ..... ოდნავ შემთვრალი, ხელში ვისკით  შეზარხოშებული და თამამად მოთამაშე . შადრევნის შხეფები ურცხვად ეცემოდა მის აბრეშუმის გრძელ ლურჯ კაბას .......
--- მე თქვენ უნდა დაგხატოთ ....
მაშინ ვიგრძენი საოცრად მკაცრი  მზერა. ისეთი ტანშ , რომ გაგიელვებს და სახეს გაგიყინავს . ბოდიშს მოგახდევინებს და წამიერად  თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს. ან კი როგორ ბედავ , რომ მის სახეს შენს პორტრერად იყენებო . სახეს ალბათ კიდეც მაჩუქებდა , მაგრამ თვალები ?  ვუყურებდი, ოდნავ აწყლიანებულ, სიმთვრალე შეპარულ მზერას , რომელსაც საოცრად ნაზი და  მკაცრი ,  მუქი ლურჯი ფერი დასდებოდა. თითქოს კაბის ფერს  მთლიანად ირეკლავდა და მე მის სიღმეში მითრევდა ....
----მე თქვენ მჭირდებით .....
და მაშინ შევამჩნიე , როგორ შეკრა წარბები , საშინლად გაბრაზდა , ჭიქას ხელი გაუშვა და გაბრაზებულმა გვერძე გაიხედა. იფიქრა ეს გიჟი ვინ ამეკიდაო ....  უნდოდა უკან მოუხედავად გამცლოდა , მაგრამ კაბას ფეხი წამოკრა და უნებლიედ ხელი გამომიწოდა .....
----- მე თქვენ უნდა დაგხატოთ......
და მას შემდეგ  ყოველ დღე  იბადებოდა ჩემში განცდა: მიუწვდომელი ,დაუმორჩილებელი .... როგორ საოცრად ვცდილობდი ნახატის დასრულებას, მაგრამ ვერაფრით ვხატავდი ..... ეს უძლურობის განცდა ყოველ დღე მემატებოდა . მისი მზერა კი ირონია შეპარული და სიბრალულის გამომხატველი იყო.
თვალის ფერი ყოველ დღე ეცვლებოდა, ხან მუქ ლურჯ ტონალობას ვარჩევდი, ხან მწვანეს ხან კი ჭაობის ფერს, რომელშიც მეც უნიებლიედ  ვიხრჩობოდი..... დაუკმაყოფილებლობის გრნობა ჩემს ნიჭ, უნარს , მხატვრობის ძალას ერთი ხელის მოსმით ბღალავდა და სულიერად მანადგურებდა . ვიცოდი, რომ თუ ნახატს ვერ შევქმნიდი  მე როგორც მხატვარი საბოლოოდ გავნადგურდებოდი . და მაინც ეს წყეული თვალები , ყოველ დღე იცვლიდა ფერს , ხან მზის სხივებს , ხან სიბნელეს, ხან ქარს და ხანაც გრიგალს  ურცხვად ეთამაშებოდა და  მე , მე ხეიბრად მტოვებდა .......
  33 წელი ვცდილობდი , იმ პორტრეტის შექმნას , რომელიც მჭირდებოდა , ჩემს სულს, ჩემს პროფესიას , ჩემს სამყაროს სჭირდებოდა .... 33 წელი ვუყურებდი ქალს , რომელიც  ურცხვად , თვალებში მიყურებდა და ერთიანად მანადგურებდა , მაგრამ აღუწერელ ბედნიერებას , სიხარულს  და სიყვარულს მაზიარებდა ..... 
  ბოლოს  ყველა ნახატი დავწვი, ყველა  ერთი ხელის მოსმით გავანადგურე.  მისი თვალები კი არ ნადგურდებოდა, მეხსიერებიდან ვერ ვშლიდი . მაგიჟებდა და ამ სიგიჟეს ვემონებოდი. მხოლოდ მას შემდეგ შევძელი ნახატის დასრულება, როცა  თვალის სინათლე დავკარგე ბნელში .  მის ნახატს კი მჯეროდა მხოლოდ ის თუ გამოიცნობდა. მხოლოდ ჩემი ები....ის კი  ვიცოდი, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა შორეული მომავლიდან....
---- სად არის ნახატი ? (საუბარი შემაწყვეტინა ჟურნალისტმა )
-----აი, იქვე უნდა იდოს , ჩემს საწოლთან. ყველას ვაფრთხილებ ხელი არ მოკიდონ.
----- საოცარია
-----მოგწონთ ?
-----ძალიან , ძალიან .....
----- მასაც მოეწონება ?
----- აუცილებლად .  თვქენ ხომ ზუსტად გიპოვიათ და შეგირჩევიათ მისთვის თვალის ფერი
----- თვალის ფერი? რას ამბობთ ? და მაინც რა  ფერია მისი თვალები ?
----- განა თქვენ თავად არ დაუხატეთ  ? სულის ფერს ჰგას ზუსტად?
----- სულის ფერს? როგორია ის .... დეტალურად ამიღწერეთ, როგორი ფერი აქვს სულს ?.......
----- აი . ისეთი ..... ჰმმმ , ამოუცნობი , მიუწვდომელი , დაუმორჩილებელი , მხოლოდ ჩვენთვის გასაგები ....
----- ები ?    თქვენ დაბრუნდით?! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები